„ადამიანი-ობობა 4“-ის პირველი სიუჟეტური აღწერა გამოქვეყნდა
Marvel Studios-ისა და Sony Pictures-ის მოლოდინიანი ფილმი „ადამიანი-ობობა 4“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე“, 2026 წლის 31 ივლისს გამოვა. არტ-წიგნის აღწერამ საბოლოოდ გაამჟღავნა პირველი დეტალები სიუჟეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, „შინ გზა არ არის“-ის მოვლენებიდან ოთხი წელია გასული, პიტერ პარკერი გაქრა, მაგრამ ადამიანი-ობობა ნიუ-იორკს იცავს. უჩვეულო დანაშაულები მას წარსულის შედეგების პირისპირ აყენებს. ფილმში, ტომ ჰოლანდის გარდა, მონაწილეობენ ზენდაია, ჯონ ბერნთა
„ადამიანი-ობობა 4“-ის პირველი სიუჟეტური აღწერა ინტერნეტში გამოქვეყნდა. Marvel Studios-ისა და Sony Pictures-ის „ადამიანი-ობობა 4“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე“ (Spider-Man: Brand New Day), აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის ზაფხულში გამოვა. ფილმის რეჟისორია დესტინ დენიელ კრეტონი („შანგ-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა“), ხოლო მთავარ როლს, პიტერ პარკერს/ადამიან-ობობას, კვლავ ტომ ჰოლანდი შეასრულებს.
„ადამიანი-ობობა 4“-ის სიუჟეტის შესახებ, ჭორებისა და სპეკულაციების გარდა, ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან Marvel-სა და Sony-ს ფილმის თრეილერი ჯერ არ გამოუშვიათ. თუმცა, „ადამიანი-ობობა 4“-ის არტ-წიგნის ახალი აღწერა MCU-ის ფანებს საბოლოოდ აძლევს წარმოდგენას, თუ რას უნდა ელოდონ ფილმისგან, ამავდროულად ხაზს უსვამს, რამდენი დრო გავიდა „ადამიანი-ობობა: შინ გზა არ არის“ (Spider-Man: No Way Home) მოვლენების შემდეგ.
Penguin Random House-ის ვებგვერდზე გაზიარებული წიგნის „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე – ფილმის ხელოვნება“ აღწერის ნაწილი ასეთია: „ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად შევხვდით ჩვენს მეგობრულ გმირს. პიტერ პარკერი აღარ არსებობს, მაგრამ ადამიანი-ობობა თავისი შესაძლებლობების პიკზეა და ნიუ-იორკს იცავს. ყველაფერი კარგად მიდის ჩვენი ანონიმური გმირისთვის, სანამ დანაშაულებრივი ქმედებების უჩვეულო კვალი მას იდუმალების ქსელში არ ჩაითრევს, რომელიც აქამდე არასდროს შეხვედრია. იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმას, რაც წინ არის, ადამიან-ობობას არა მხოლოდ ფიზიკური და მენტალური მომზადების უმაღლეს დონეზე ყოფნა სჭირდება, არამედ მზად უნდა იყოს საკუთარი წარსულის შედეგების პირისპირ დასადგომად!“
ჰოლანდის გარდა, „ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე“-ის მსახიობთა შემადგენლობაში არიან: ზენდაია (მიშელ „ემჯეი“ ჯონს-უოტსონი), ჯეიკობ ბატალონი (ნედ ლიდსი), სედი სინკი, ლიზა კოლონ-ზაიასი, ჯონ ბერნთალი (ფრენკ ქასლი/ქარაფშუტა), მარკ რუფალო (ბრიუს ბანერი/ჰალკი), მაიკლ მანდო (მაკ გარგანი/მორიელი), ტრამელ ტილმანი და მარვინ ჯონს III (ლონი ლინკოლნი/საფლავის ქვა).
„ადამიანი-ობობა 4“ ეკრანებზე 2026 წლის 31 ივლისს გამოვა.
თეგები
წყარო:
www.comingsoon.net