AlphaPolis-მა ანიმე სტუდია WHITE FOX შეიძინა
AlphaPolis-მა, რომელიც ცნობილია ლაით ნოველების გამოცემით და Alpha Manga სერვისით, ანიმე სტუდია WHITE FOX შეიძინა. WHITE FOX-ი და მასთან დაკავშირებული სტუდია NIA Animation მუშაობდნენ ისეთ პოპულარულ ანიმე პროექტებზე, როგორიცაა „100 შეყვარებული, რომლებსაც ის მართლა უყვარს“ და „კვინტესენციალური კვინტუპლეტები: ფილმი“. NIA Animation ასევე მუშაობს მომავალი ანიმე „ჰოკუტო ნო კენ - ჩრდილოეთის ვარსკვლავის მუშტის“ CG-ზე.
NIA Animation 2021 წლის ივლისში დაარსდა და მისი საქმიანობა 3DCG ანიმაციის დაგეგმვასა და ვიდეო წარმოებაზეა ფოკუსირებული. სტუდიამ იმუშავა ანიმე „100 შეყვარებული, რომლებსაც ის მართლა, მართლა, მართლა, მართლა, მართლა უყვარს“-ის ორივე სეზონზე, ასევე „კვინტესენციალური კვინტუპლეტები: ფილმზე“. კომპანია ასევე მუშაობს CG გრაფიკაზე მომავალი ანიმე „ჰოკუტო ნო კენ - ჩრდილოეთის ვარსკვლავის მუშტისთვის“. AlphaPolis-მა გამოაქვეყნა მრავალი ლაით ნოველის სერია, რომლებზეც ანიმე ადაპტაციებიც გაკეთდა, მათ შორისაა: „გაუთვითცნობიერებელი ატელიეს ოსტატი“, „ცუიოკუტე ნიუ საგა“, „რე:მონსტრი“, „გეითი - ჯიეიტაი კანოჩი ნიტე, კაკუ ტატაკაერი“, „შემგროვებლის თავგადასავალი ისეკაიში“, „ჩემი საცოლის დაკვირვების ჩანაწერები“, „შეიძლება ერთი ბოლო რამ გთხოვოთ?“, „ერთი ბიჭის VRMMO ცხოვრების გავლა“ და „ცუკიმიჩი: მთვარის შუქის ფანტაზია“ და სხვა. AlphaPolis 2000 წელს დაარსდა და 2021 წელს კომპანიამ Alpha Manga სერვისი გაუშვა, რომელიც AlphaPolis-ის მანგა სერიების ინგლისურ ვერსიებს აქვეყნებს. AlphaPolis-მა ანიმე სტუდია WHITE FOX 30 სექტემბერს შეიძინა.
წყაროები: AlphaPolis (ბმული 2), Animation Business Journal (თადაში სუდო)