Amazon Studios ჯო სფეინის ფსიქოლოგიური თრილერის, „არასოდეს მოიძებნოს“ (Never to Be Found), ტელესერიალად ადაპტაციას ახორციელებს „მოსიარულე მკვდრების“ (The Walking Dead) შოურანერთან ერთად. ჯო სფეინი ირლანდიელი ავტორია, რომლის ანგარიშზეა 13 ბესტსელერი კრიმინალური რომანი და რამდენიმე ფსიქოლოგიური თრილერი, მაგალითად, The Confession (2018), ასევე სცენარისტია რამდენიმე სატელევიზიო შოუსი, როგორებიცაა Taken Down (2018), Sanditon (2023), Harry Wild (2022–2024), The Boy That Never Was (2024) და Mix Tape (2025). ამჟამად, Variety-ის ცნობით, Amazon MGM Studios ჯო სფეინის ფსიქოლოგიურ თრილერს, „არასოდეს მოიძებნოს“, სერიალად ადაპტირებს, სადაც „მოსიარულე მკვდრების“ შოურანერი ანჯელა კანგი სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის როლს შეასრულებს. „არასოდეს მოიძებნოს“ სფეინის მომავალი რომანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2 ივლისს გამოვა. რომანი „არასოდეს მოიძებნოს“ „მორიგეობით მიმდინარეობს დღევანდელ ბრაიტონ/იორკსა და ფლეშბექებს შორის იაპონიასა და ლონდონში, მოგვითხრობს მთავარ პერსონაჟ ვერონიკა პეიჯზე, რომელიც ეჭვმიტანილ მკვლელთან აღმოჩნდება ჩახლართული, პარალელურად კი საკუთარ მტკივნეულ წარსულს უპირისპირდება.“ სერიალის ადაპტაციის სინოფსისის მიხედვით, ის „ერთმანეთში უთავსებს გაუჩინარების, იდენტობის, აკვიატებისა და ტრავმის გრძელი ჩრდილის თემებს.“ ანჯელა კანგი ადრე AMC-ის სერიალის „მოსიარულე მკვდრების“ შოურანერი იყო მე-9-დან მე-11 სეზონებამდე, ეს როლი მან რამდენიმე წინამორბედისგან – ფრენკ დარაბონტისგან (1-ლი სეზონი), გლენ მაზარასგან (მე-2–მე-3 სეზონები) და სკოტ მ. გიმპლისგან (მე-4–მე-8 სეზონები) – გადაიბარა. ის ამჟამად აღმასრულებელი პროდიუსერია AMC-ის სპინოფ სერიალში, The Walking Dead: Daryl Dixon, რომელიც მეოთხე და ბოლო სეზონისთვის განახლდა. ახლა კანგს ხელი მოწერილი აქვს მრავალწლიან კონტრაქტზე Amazon MGM Studios-თან, სადაც ის ასევე წერს და აწარმოებს R.F. Kuang-ის ფანტასტიკური რომანის „კატაბასისის“ (Katabasis) სატელევიზიო ადაპტაციას. მანამდე ის ავითარებდა Amazon-ის ლაივ-ექშენ სერიალს Silk: Spider Society, რომელიც მას შემდეგ თაროზე შემოიდო. „არასოდეს მოიძებნოს“ ამჟამად Amazon MGM Studios-ში განვითარების ეტაპზეა.