ანა დე არმასი და ჯენიფერ კონელი Apple-ის ჯაშუშურ სერიალში „უსაფრთხო სახლები“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰოლივუდის ვარსკვლავები, ანა დე არმასი და ოსკაროსანი ჯენიფერ კონელი, Apple-ის მომავალ ჯაშუშურ სერიალში „უსაფრთხო სახლები“ მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რვაეპიზოდიანი სერიალი დენ ფესპერმანის რომანის მიხედვით შეიქმნება, ხოლო პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი და შოურანერი „სამშობლოს“ სცენარისტი გედეონ რაფი იქნება.
ანა დე არმასი და ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ კონელი Apple-ის მომავალ ჯაშუშურ სერიალში „უსაფრთხო სახლები“ მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
Deadline-ის ახალი ანგარიშის თანახმად, დე არმასი და კონელი როლებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ხოლო სერიალ „სამშობლოს“ სცენარისტი გედეონ რაფი პროექტს აღმასრულებელ პროდიუსერად და შოურანერად შეუერთდება. რვაეპიზოდიანი სერიალი დენ ფესპერმანის 2018 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების რომანს დაეფუძნება, რომელიც ფესპერმანის მიერ დაწერილი „კლერ სეილორის“ სერიის პირველი წიგნია.
Deadline-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი მოგვითხრობს სოფია ხიმენესის (დე არმასი), დანაშაულში ბრალდებული გაქცეული აგენტის, და ელისაბედ უინთროპის (კონელი), მოკლული აგენტის ქვრივის, ისტორიას. ისინი მკვლელობას საპირისპირო მხრიდან იძიებენ და უზარმაზარ შეთქმულებას ხსნიან, რომელმაც შესაძლოა გლობალური ძალთა ბალანსი შეარყიოს.
ფესპერმანმა, რომელიც ადრე Baltimore Sun-ში რეპორტიორად მუშაობდა, ათზე მეტი წიგნი დაწერა. „უსაფრთხო სახლების“ გარდა, „კლერ სეილორის“ სერია მოიცავს 2021 წლის რომანს „The Cover Wife“ და 2022 წლის „Winter Work“.
დე არმასი ბოლოს 2025 წლის „ბალერინაში“, „ჯონ უიკის“ სპინ-ოფ ფილმში, გამოჩნდა. მან ასევე ითამაშა 2024 წლის „ედემში“ და 2023 წლის „Ghosted“-ში, რომელთაგან ეს უკანასკნელი ასევე Apple-ის პროდუქცია იყო. იგი ასევე ითამაშებს მომავალ ფილმში „Sweat“.
კონელიმ, რომელმაც 2001 წელს ოსკარი მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „ბრწყინვალე გონება“, ბოლოს 2023 წლის „ცუდი ქცევაში“ (Bad Beahviour) მიიღო მონაწილეობა, ისევე როგორც Apple TV+-ის მიმდინარე სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალ „ბნელ მატერიაში“ (Dark Matter), სადაც ის ამჟამად თამაშობს. (წყარო: Deadline)
წყარო:
www.comingsoon.net