ანდერსონ კუპერი „60 Minutes“-ს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებს
ცნობილმა ტელეწამყვანმა ანდერსონ კუპერმა CBS-ის საინფორმაციო გადაცემა „60 Minutes“ ორი ათწლეულის შემდეგ დატოვა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოჯახისთვის, კერძოდ კი შვილებისთვის მეტი დროის დათმობის სურვილია. კუპერი CNN-ში მუშაობას გააგრძელებს.
ანდერსონ კუპერმა „60 Minutes“-ზე ბოლო სიუჟეტი მოამზადა. ცნობილმა ტელეწამყვანმა CBS-ის საინფორმაციო გადაცემა ორი ათწლეულის შემდეგ დატოვა. ის გადაცემას 2006-2007 წლების სეზონზე შეუერთდა.
Deadline-ის ცნობით, მისი წასვლა კვირას, მისი ბოლო სეგმენტის ეთერში გასვლისას გამოცხადდა.
კუპერმა CBS-ის სერიალიდან წასვლის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: „60 Minutes“-ის კორესპონდენტობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო. მე მქონდა შესაძლებლობა, მომეყოლა საოცარი ისტორიები და მემუშავა ინდუსტრიის საუკეთესო პროდიუსერებთან, რედაქტორებთან და ოპერატორებთან. თითქმის ოცი წლის განმავლობაში ვახერხებდი ჩემი სამუშაოების დაბალანსებას CNN-სა და CBS-ზე, მაგრამ ახლა პატარა შვილები მყავს და მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მათთან, სანამ მათ ჯერ კიდევ უნდათ ჩემთან ერთად დროის გატარება.“
კუპერი CNN-ში დარჩება მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს საკაბელო საინფორმაციო ქსელთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
წყარო:
tvseriesfinale.com