აკირა კონოს მანგა „Kujima Utaeba Ie Hororo“-ზე დაფუძნებული ანიმე „კუჯიმა: რატომ იმღერო, როცა შეგიძლია კისკისი?“-ის (Kujima: Why Sing, When You Can Warble?) ოფიციალურმა ვებსაიტმა პარასკევს ახალი მსახიობის ვინაობა გაამჟღღავნა. ანიმეში ითამაშებენ: ანიმეს რეჟისორია ნორიუკი ნომატა (ეპიზოდების რეჟისორი „Assassination Classroom“, „Carole & Tuesday“, „The Case Study of Vanitas“) Studio Hibari-ში. სერიალის რეჟისორია შინიჩირო კიმურა („A Little Snow Fairy Sugar“, „Venus Versus Virus“). სერიალის სცენარებს კურირებს იასუნორი იამადა („Venus Versus Virus“, „Motto To Love Ru“), პერსონაჟებს აფორმებს საკურაკო მიცუჰაში (ანიმაციის რეჟისორი „Hula Fulla Dance“, „My Happy Marriage“), მუსიკას კი მანამი კაკუდო წერს. „ჩიტის(?) საოჯახო კომედიის“ ჟანრის მანგას სიუჟეტი იწყება, როდესაც პირველი კლასის მოსწავლე არატა კოუდა შემოდგომაზე ხვდება იდუმალ ჩიტის მსგავს არსებას, სახელად კუჯიმას. მშიერი და იაპონური საკვების მოყვარული კუჯიმა საბოლოოდ კოუდას ოჯახთან რჩება მათ სახლში, სადაც დაძაბული ატმოსფეროა აკირას უფროსი ძმის გამო, რომელმაც კოლეჯის მისაღები გამოცდები ჩააგდო. კუჯიმა კოუდას ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზამთრის გავლისა და თბილი გაზაფხულის დადგომამდე. კონომ მანგა Shogakukan-ის ჟურნალ Monthly Shonen Sunday-ში 2021 წლის სექტემბერში გამოუშვა. სერიალი 2024 წლის აპრილში დასრულდა. Shogakukan-მა მანგას პირველი კრებული 2022 წლის აპრილში, ხოლო მეხუთე და ბოლო ტომი 2024 წლის მაისში გამოაქვეყნა. მანგა 2022 წელს ნომინირებული იყო მერვე „Next Manga Awards“ (Tsugi ni Kuru Manga Taishō)-ის ბეჭდურ კატეგორიაში. მანგა ასევე შევიდა მამაკაც მკითხველთა მანგების ტოპ 20 სიაში Takarajimasha-ს 2023 წლის გამოცემაში „Kono Manga ga Sugoi!“ (ეს მანგა საოცარია!) გზამკვლევში. წყაროები: ანიმე „კუჯიმა: რატომ იმღერო, როცა შეგიძლია კისკისი?“-ის ვებსაიტი, Comic Natalie.