ბრიჯერტონის მე-4 სეზონი: რომანტიკა, საიდუმლო და Rotten Tomatoes-ის საკამათო შეფასებები
Netflix-ის ჰიტ დრამა „ბრიჯერტონი“ მეოთხე სეზონით ბრუნდება, რომელიც ბენედიქტ ბრიჯერტონისა და სოფი ბეკის ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები სეზონს „ზღაპრულ“ რომანს უწოდებენ, Rotten Tomatoes-ზე მაყურებელთა შეფასებები წინა სეზონებთან შედარებით აზრთა მნიშვნელოვან სხვაობას აჩვენებს.
Netflix-ი ბრუნდება „The Ton“-ში თავისი ჰიტ პერიოდული დრამის, „ბრიჯერტონის“ ახალი სეზონით, რომელიც უხვ საიდუმლოსა და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ რომანტიკას გვპირდება. „ბრიჯერტონის“ მე-4 სეზონი ჯულია ქუინის რომანის „შეთავაზება ჯენტლმენისგან“ ადაპტაციაა და ბენედიქტ ბრიჯერტონისა (მსახიობი ლუკ ტომპსონი) და სოფი ბეკის, იგივე „ვერცხლისფერი ლედის“ (მსახიობი იერინ ჰა) ამბავს მოგვითხრობს. ბენედიქტი ცდილობს იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ხოლო მისი და იდუმალი ნიღბიანი ქალის შეხვედრა, შესაძლოა, მის მომავალზე მიანიშნებდეს.
„ბრიჯერტონის“ მე-4 სეზონის პირველი ნაწილი შეფასებულია როგორც ფანების, ისე ფართო აუდიტორიის მიერ და Rotten Tomatoes-ის ქულები გარკვეულ დაპირისპირებას იწვევს, რადგან მაყურებლები ამ სეზონის „ბრილიანტს“ არ სწყალობენ, ამ დროისთვის სეზონს მხოლოდ 43%-ით აფასებენ, კრიტიკოსების 71%-თან შედარებით. „ბრიჯერტონის“ უახლეს სეზონზე ყველა ლაპარაკობს, Rotten Tomatoes-ის რეიტინგმა კი საზოგადოება გაყო. პირველ და მესამე სეზონებს 87%-იანი რეიტინგი აქვთ, ყველაზე დაბალი კი მეორე სეზონს აქვს – 78%. ScreenRant-ის ჟურნალისტმა ლიზ ჰერსიმ მე-4 სეზონის პირველი ნაწილი „ნამდვილ ზღაპრად“ შეაფასა და დასძინა, რომ „[ბენედიქტის] ქიმია სოფისთან არის იდეალური კონკიას ისტორია“.
სიახლეები გაგრძელდება...
წყარო:
screenrant.com