დენ ტრახტენბერგი „პარამაუნტში“ გადადის: „მტაცებლის“ ფრენჩაიზის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა
რეჟისორი დენ ტრახტენბერგი, რომელმაც ფილმებით „მტაცებელი: მსხვერპლი“ (Prey), „მტაცებელი: მკვლელების მკვლელი“ (Predator: Killer of Killers) და „მტაცებელი: ბედლენდსი“ (Predator: Badlands) „მტაცებლის“ ფრენჩაიზს ახალი სიცოცხლე შესძინა, სამწლიანი ექსკლუზიური ხელშეკრულებით „პარამაუნტ პიქჩერზს“ შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის სტუდიაში დაბრუნებას ნიშნავს, ფანები „მტაცებლის“ ფრენჩაიზის მომავალზე კითხვის ნიშნებს სვამენ.
რეჟისორმა დენ ტრახტენბერგმა, რომელმაც ფილმებით „მტაცებელი: მსხვერპლი“ (Prey), „მტაცებელი: მკვლელების მკვლელი“ (Predator: Killer of Killers) და „მტაცებელი: ბედლენდსი“ (Predator: Badlands) „მტაცებლის“ (Predator) ფრენჩაიზს დიდი წარმატებით ახალი სიცოცხლე შესძინა, „პარამაუნტ პიქჩერზს“ (Paramount Pictures) შეუერთდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრახტენბერგმა სტუდიასთან სამწლიანი ექსკლუზიური (first-look) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ის, თავის პროდიუსერ პარტნიორ ბენ როზენბლატთან ერთად, ახალ მხატვრულ პროექტებს განავითარებს, გადაიღებს და აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ტრახტენბერგმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „კლოვერფილდის 10 ნომერი“ (10 Cloverfield Lane), სწორედ „პარამაუნტში“ გადაიღო, ამიტომ ეს მისთვის სტუდიაში დაბრუნებას ნიშნავს. „ბავშვობაში მახსოვს „პარამაუნტის“ ლოგოს ხილვა და შემდეგი ეპიკური თავგადასავლის ოცნება“, - განაცხადა ტრახტენბერგმა. „ახლა კი, როდესაც მაქვს შესაძლებლობა, ახალი, მასშტაბური და ემოციური ისტორიები დიდ ეკრანებზე გამოვიტანო, ეს სიტყვასიტყვით ოცნების ასრულებაა. ბენი და მე მოუთმენლად ველით დანას, ჯოშს, დონს და „პარამაუნტის“ მთელ გუნდთან შეერთებას, რათა განვახორციელოთ ჩვენი საერთო ხედვა, რომ „პარამაუნტი“ კვლავ კინოს მწვერვალი გახდეს.“
„პარამაუნტის“ თანა-თავმჯდომარეებმა ჯოშ გრინშტეინმა და დანა გოლდბერგმა დაამატეს: „დენს აქვს არაჩვეულებრივი უნარი, შექმნას როგორც გაბედული, ასევე უაღრესად გასართობი ფილმები. მას აქვს დაძაბულობის, მასშტაბისა და სიუჟეტის თხრობის იშვიათი ინსტინქტი, რომელიც მთელ მსოფლიოში მაყურებელს იზიდავს. მოხარულები ვართ, რომ მას სტუდიაში ვუმასპინძლოთ.“
ბუნებრივია, ფანები ინტერესდებიან, რას ნიშნავს ეს ნაბიჯი „მტაცებლის“ ფრენჩაიზისთვის. ტრახტენბერგს აშკარად აქვს მრავალი იდეა მომავლისთვის, მათ შორის „ბედლენდსის“ გამოსვლამდე არნოლდ შვარცენეგერის, როგორც დაჩის, შესაძლო დაბრუნებაზეც კი მიანიშნებდა. ასევე, „მტაცებელი: მსხვერპლის“ გაგრძელებაც იყო დაანონსებული.
ვინაიდან ხელშეკრულების დეტალები უცნობია, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როგორ იმოქმედებს ეს „დისნეისთან“ (Disney) და „მტაცებლის“ ფრენჩაიზთან მის ურთიერთობაზე. ექსკლუზიური ხელშეკრულებები არ ნიშნავს, რომ რეჟისორებს სხვაგან მუშაობა არ შეუძლიათ; ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სტუდიას აქვს პირველი შესაძლებლობა განიხილოს ახალი პროექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ტრახტენბერგის მიერ გადაღებულმა სამმა ფილმმა „მტაცებლის“ სამყაროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ფრენჩაიზის (ისევე როგორც „უცხოს“ (Alien) შემთხვევაში) მიმზიდველობის ნაწილი სხვადასხვა რეჟისორის ხელმძღვანელობით მისი ხელახალი ინტერპრეტაციაა. ზოგჯერ ეს წარმატებულია, ზოგჯერ კი არა, თუმცა ექსპერიმენტები ამდიდრებს სამყაროს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „მტაცებელი: ბედლენდსი“ „დისნეი+“-სა (Disney+) და „ჰულუზე“ (Hulu) 12 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი.
თეგები
წყარო:
www.joblo.com