დევიდ ჰარბორი, რებეკა ჰოლი და ესმე კრიდ-მაილსი „მოჩვენებებით სავსე თავის“ მსახიობებს შეუერთდნენ
დევიდ ჰარბორი, რებეკა ჰოლი და ესმე კრიდ-მაილსი ფსიქოლოგიური ჰორორის, „მოჩვენებებით სავსე თავი“ (A Head Full of Ghosts), სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდნენ. ფილმის რეჟისორები ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფიალა არიან, ის პოლ ტრემბლეის რომანის მიხედვით იქმნება. Lionsgate-მა მსოფლიო მასშტაბით დისტრიბუციის უფლებები შეიძინა, გადაღებები კი მარტში დაიწყება. ნამუშევარი ოჯახზე მოგვითხრობს, რომლის ქალიშვილის შიზოფრენია რეალითი შოუში მონაწილეობის და აჩრდილებით სავსე წარსულის მიზეზი ხდება.
ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერონიკა ფრანცი და სევერინ ფიალა, სარეჟისორო დუეტი ისეთი შემზარავი ჰორორ ფილმების უკან, როგორებიცაა „ღამე მშვიდობის, დედა“ (Goodnight Mommy) (ორიგინალი, არა ნაომი უოტსის რიმეიკი), „ლოჟა“ (The Lodge) და „ეშმაკის აბაზანა“ (The Devil’s Bath), რეჟისორებად დაინიშნენ ფსიქოლოგიური ჰორორ ფილმზე „მოჩვენებებით სავსე თავი“ (A Head Full of Ghosts), რომელიც პოლ ტრემბლეის რომანის მიხედვით იქმნება. ახლა Deadline-მა გაარკვია, რომ დევიდ ჰარბორი („უცნაური ამბები“), რებეკა ჰოლი („მზეთუნახავი“) და ესმე კრიდ-მაილსი („სენდმენი“) საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფილმში მთავარ როლებზე. Lionsgate-მა შეიძინა დისტრიბუციის მსოფლიო უფლებები და პროექტს პოტენციურ მყიდველებს წარუდგენს ევროპის მომავალ კინობაზრობაზე.
„მოჩვენებებით სავსე თავი“ წლების განმავლობაში მუშავდებოდა. თავდაპირველად ის Focus Features-ში მზადდებოდა, 2018 წელს კი ოსგუდ პერკინსი იყო მოწვეული ფილმის სცენარის დასაწერად და გადასაღებად. 2020 წელს, სკოტ კუპერი მოვიდა რეჟისორად და პერკინსის სცენარის გადამწერად, ხოლო მარგარეტ ქველი უნდა ეთამაშა მთავარი როლი. Team Downey-სა და The Allegiance Theater-ის მიერ წარმოდგენილი ფილმის განვითარებასა და წარმოებას Fifth Season აფინანსებს. ფილმის პროდიუსერები არიან დენიელ დუბიეკი და ლარა ალამედინი (The Allegiance Theater), სუზან და რობერტ დაუნი უმცროსი (Team Downey), Fifth Season და დევიდ გამბინო.
ტრემბლეის „მოჩვენებებით სავსე თავი“ ბარეტების ოჯახზე მოგვითხრობს, ვისი ნორმალური საგარეუბნო ცხოვრება ახალ ინგლისში ინგრევა, როდესაც მათი თინეიჯერი ქალიშვილი მწვავე შიზოფრენიის ნიშნებს ავლენს, რაც მათ იძულებულს ხდის, რეალითი შოუს „The Possession“ მონაწილეები გახდნენ. დაახლოებით 15 წლის შემდეგ, მერი ოჯახის შემზარავ წარსულს უპირისპირდება, როდესაც ჟურნალისტს ევალება, დაეხმაროს მას საკუთარი ამბის მოყოლაში და ბოროტების ჭეშმარიტ ბუნებას აღმოაჩენს.
ტრემბლეის მიერ დაწერილი კიდევ ერთი რომანი იყო „ქოხი სამყაროს დასასრულს“ (The Cabin at the End of the World), რომელიც მ. ნაიტ შიამალანმა „ქოხი“ (Knock at the Cabin) გადააქცია. პროდიუსერები „მოჩვენებებით სავსე თავის“ ადაპტაციის გადაღებების მარტში დაწყებას გეგმავენ.
ადამ ფოგელსონმა, Lionsgate Motion Picture Group-ის თავმჯდომარემ, შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ პარტნიორობით Team Downey-სთან, The Allegiance Theater-თან, დევიდ გამბინოსთან და ჩვენს მეგობრებთან Fifth Season-დან, რომლებიც ერთობლივად ანიჭებენ პროექტს განსაკუთრებულ პრესტიჟს და შემოქმედებით თავდაჯერებულობას. ამ შემზარავი ისტორიის გადმოცემის გუნდის მხატვრული ხედვა უდავოა – შთამბეჭდავი, გამორჩეული და ნამდვილად შემაშფოთებელი. გასაკვირი არ არის, რომ სტივენ კინგმა ამ წიგნს ბოლო ათწლეულის მისი საყვარელი რომანი უწოდა და თქვა, რომ მან „საშინლად შეაშინა“ – ეს ყველაფერს ამბობს.“
წაგიკითხავთ თუ არა პოლ ტრემბლეის „მოჩვენებებით სავსე თავი“ და გიხარიათ თუ არა, რომ დევიდ ჰარბორი, რებეკა ჰოლი და ესმე კრიდ-მაილსი ვერონიკა ფრანცისა და სევერინ ფიალას კინოადაპტაციაში მიიღებენ მონაწილეობას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
თეგები
წყარო:
www.joblo.com