HBO-ს სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოვიდა. „დრაკონის სახლის“ პრემიერა HBO Max-ზე 2022 წელს შედგა. ჯორჯ რ. რ. მარტინისა და შოურანერ რაიან კონდალის მიერ შექმნილი, „სამეფო კარის თამაშების“ პოპულარული სპინ-ოფ შოუს მეორე სეზონი 2024 წელს გამოვიდა. ახლა კი „დრაკონის სახლი“ მესამე სეზონით ბრუნდება. „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი „სამეფო კარის თამაშების“ ფანებს ვესტეროსში აბრუნებს, რადგან შოუ აგრძელებს ტარგარიენების აღზევებისა და დაცემის ქრონიკას. მეორე სეზონის მოვლენების შემდეგ ომი ახლოვდება, „ხეობის ბრძოლა“ (Battle of the Gullet) შავებსა და მწვანეებს შორის კი მესამე სეზონის მთავარი მოვლენა იქნება. HBO-ს წარმომადგენელმა ფრანჩესკა ორსიმ Deadline-თან საუბარში აღნიშნა: „ძალიან აღელვებული ვარ. ვფიქრობ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიწყებთ [მესამე სეზონს] ამაღელვებელი ბრძოლით… ეს იმდენად მასშტაბურია, რომ მის შესაქმნელად დრო დაგვჭირდა. ერთ-ერთი წამყვანი პროდიუსერი [კევინ დე ლა ნოი], რომელიც „ტიტანიკზე“ მუშაობდა, თავის გამოცდილებას იყენებს – ყველაფერს, რაც მან „ტიტანიკის“ ინციდენტისა და მისი შექმნის პროცესის შესახებ იცის, ახლა აქ იყენებს.“ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის მსახიობთა შემადგენლობაში შედიან: ემა დარსი (რეინირა), მეტ სმიტი (დემონი), ოლივია კუკი (ალისენტი), რის იფანსი (ოტო), სტივ ტუსენი (კორლისი), სონოია მიზუნო (მისარია), ფაბიენ ფრენკელი (კრისტონ კოული), ჰარი კოლეტი (ჯეისი), ტომ გლინ-კარნი (ეგონ II), იუენ მიტჩელი (აემონდი), ბეთანი ანტონია (ბაელა), ფიბი კემპბელი (რეინა), ფია საბანი (ჰელენა), ტომ ტეილორი (კრეგან სტარკი), ტომ ბენეტი (ულფ უაიტი), ფრედი ფოქსი (სერ გვინი) და სხვები. HBO-ს „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის პრემიერა 2026 წლის ივნისში შედგება. ინფორმაცია თავდაპირველად ბრენდონ შროერმა SuperHeroHype-ზე გამოაქვეყნა. ბრენდონ შროერი დაახლოებით ხუთი წელია წერს კომიქსებზე, ფილმებზე, სატელევიზიო შოუებსა და პოპკულტურის შესახებ. ის კინომოყვარულია, რომელიც ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს Blu-ray-ების და კომიქსების შესაძენად. მისი პოვნა შეგიძლიათ Twitter-ზე @brandonschreur.