Fox-მა სერიალი „ცხოველთა კონტროლი“ მე-5 სეზონით განაახლა
ტელეკომპანია Fox-მა კომედიური სერიალი „ცხოველთა კონტროლი“, რომელშიც მთავარ როლს ჯოელ მაკჰეილი ასრულებს, მე-5 სეზონით განაახლა. შოუს მეოთხე სეზონი ამჟამად ეთერშია.
„ცხოველთა კონტროლი“ Fox-ზე მე-5 სეზონით განახლდა, იუწყება Variety.
ჯოელ მაკჰეილის მონაწილეობით, ერთკამერიანი სიტკომი ამჟამად მეოთხე სეზონს გადის მაუწყებელ ქსელში, უახლესი ეპიზოდის დებიუტი 26 თებერვალს არის დაგეგმილი.
„სცენარის, მსახიობთა ანსამბლისა და მაყურებლის რეაგირების ახალ დონეზე ასვლით, „ცხოველთა კონტროლის“ განახლება მარტივი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა მაიკლ თორნმა, Fox Television Network-ის პრეზიდენტმა. „სერიალი მეოთხე სეზონში ახალ სიმაღლეებს მიაღწია, რაც შოუს მუდმივი შემოქმედებითი ზრდის, გამორჩეული პროდიუსერული გუნდისა და ჩვენი წამყვანი მსახიობის, ჯოელ მაკჰეილის დამსახურებაა.“
სერიალი მოგვითხრობს სიეტლში მომუშავე ცხოველთა კონტროლის თანამშრომლების ჯგუფის შესახებ. მაკჰეილი ფრენკის როლს ასრულებს, რომელიც აღწერილია, როგორც „აზარტული, ექსცენტრიული ცხოველთა კონტროლის ოფიცერი, რომელსაც შესაძლოა კოლეჯი არ დაუმთავრებია, მაგრამ მაინც ყველაზე განათლებული პიროვნებაა ოთახში. ყოფილი პოლიციელი ფრენკი ცდილობდა დეპარტამენტში კორუფციის გამოვლენას, მაგრამ მისი მცდელობების გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, რაც შესაძლოა ხსნიდეს მის ცინიზმსა და გაბრაზებას. მას თითქმის ზებუნებრივი უნარი აქვს ცხოველების გაგების. ადამიანების... არც ისე.“
მაკჰეილის გარდა, მსახიობთა შემადგენლობაში არიან: ველია ლაველი, მაიკლ როულენდი, რავი ვ. პატელი, გრეის პალმერი, ჯერი დი, ემი გუდმერფი, კევინ ბიგლი, კრისტალ სმიტი, ჩელსი ფრეი, ლუსი პანჩი და კაილა პრატი. Fox-ის ცნობით, მე-4 სეზონის პრემიერამ სერიალის რეკორდული მაჩვენებლები მოიპოვა 18-49 წლის მოზრდილთა დემოგრაფიაში, მთლიან მაყურებელთა რაოდენობასა და 7-დღიან მულტიპლატფორმულ ნახვებში, მას შემდეგ რაც ქსელმა ის NFL-ის ორმაგი მატჩის შემდეგ, 28 დეკემბერს გაუშვა ეთერში.
სერიალი ხელმისაწვდომია Disney+/Hulu-ზე, ხოლო პირველი სამი სეზონი ამჟამად Netflix-ზეც არის განთავსებული. ის მთელ მსოფლიოში Fox Entertainment Global-ის მიერ ვრცელდება. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ბობ ფიშერი, რობ გრინბერგი, დენ სტერლინგი, შოურანერი ტედ ქვილი და მაკჰეილი. ის ეკუთვნის და იწარმოება Fox Entertainment Studios-ის მიერ.
წყარო:
variety.com