გარდაიცვალა საყვარელი აქტივისტი შირლი რეინსი: სიკეთისა და თავდადების მემკვიდრეობა
შირლი რეინსი, ცნობილი აქტივისტი და ორგანიზაცია Beauty2thestreetz-ის დამფუძნებელი, რომელიც ლოს-ანჯელესის უსახლკაროებს ეხმარებოდა, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიკეთისა და თავდადების მემკვიდრეობა დატოვა, შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მარგინალიზებული ადამიანების მიმართ და ათასობით ადამიანს იმედი და ღირსება დაუბრუნა.
შირლი რეინსი, საყვარელი აქტივისტი და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა, მხოლოდ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიკეთის, თავდადებისა და მზრუნველობის მემკვიდრეობა დატოვა.
მის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მილიონობით გამომწერს ეცნობა, რომ ის 27 იანვარს, სამშაბათს, ნევადაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რეინსის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მისმა ტყუპისცალმა დამ მოვლენის შემდეგ მალევე გამოცემა „People“-თან ისაუბრა. მან განუცხადა გამოცემას, რომ რეინსის სანახავად ჰენდერსონში, ნევადის სახლში მივიდა, მაგრამ კარზე დაკაკუნებისას პასუხი ვერ მიიღო. სახლში შესვლისას მან და უგონო მდგომარეობაში იპოვა. მისი გარდაცვალების შესახებ Beauty2thestreetz-ის ინსტაგრამ გვერდზე მილიონზე მეტ გამომწერს ეცნობა.
სწორედ ეს ორგანიზაცია დაუღალავად მუშაობდა აშშ-ის ყველაზე დაუცველი თემებისთვის დახმარების გასაწევად. მისი არაკომერციული ორგანიზაცია ცნობილი იყო ლოს-ანჯელესის Skid Row-ის მოსახლეობისთვის (უსახლკაროების კვარტალი) საკვების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა რესურსების მიწოდებით. ექვსი შვილის დედობის გარდა, რეინსი დროსა და ძალისხმევას უთმობდა ლოს-ანჯელესის რეგიონში ათი ათასობით უსახლკარო ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე Skid Row-ზე მცხოვრები ქალებისთვის ვიზაჟის სერვისების შეთავაზებით. თავისი ქმედებებით მან საზოგადოების ხშირად მარგინალიზებული წევრები გააადამიანურა. თავისი ვირუსული ვიდეოების გამოყენებით, მან ხელი შეუწყო Skid Row-ის მაცხოვრებლების მიმართ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას. იგი მრავალი ინტერვიუს საგანი გახდა, რითაც შუქი მოჰფინა ამერიკის შეერთებულ შტატებში უსახლკარო მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მცხოვრები ადამიანების რეალურ მდგომარეობას.
„People“-თან ინტერვიუში მან თავის გამოცდილებაზე ისაუბრა: „ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც მინდოდა, უსახლკარობის სახის შეცვლა იყო და მეგონა, რომ ამას თმისა და სხვა მსგავსი რაღაცების მეშვეობით გავაკეთებდი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ უნდა შეგვეცვალა ნარატივი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „უსახლკარო“. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სახლი არ აქვთ, არ ნიშნავს, რომ სიყვარულის გარეშე არიან. ისინი უსახლკაროები არიან, მაგრამ ბევრი მათგანი არ არის უმუშევარი. ბევრი მათგანი არ არის უშვილო, უტელეფონო ან უოჯახო. სიღარიბეს მრავალი დონე აქვს, ისევე როგორც სიმდიდრეს.“
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას მოჰქონდა საკვები, იმედი და სილამაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოება ხშირად გვერდზე სწევს და ივიწყებს. მისი სიკეთის წყალობით, ხალხს შეახსენეს არა მხოლოდ ის, რომ ვიღაც ზრუნავს მათზე, არამედ ისიც, რომ მათ შეუძლიათ კვლავ იგრძნონ თავი ლამაზად. შეიძლება გიჟობად მოგეჩვენოთ გაჭირვებულისთვის გარეგნობის განახლება, მაგრამ მისი ვიდეოები საპირისპიროს ამტკიცებს. რეინსის თავდადებულმა ქმედებებმა შეახო მრავალი ადამიანის გული მთელს მსოფლიოში და შთააგონა ბევრი, რომ თავიანთი თემებისთვის ამა თუ იმ გზით დახმარება გაეწიათ. მან მარგინალიზებული ადამიანების განსხვავებული მხარე აჩვენა და ხელი შეუწყო მრავალი მცდარი წარმოდგენის გაფანტვას, რომელიც ბევრს აქვს უსახლკაროების შესახებ.
თეგები
წყარო:
screenrant.com