HBO-მ გამოაქვეყნა „დრაკონის სახლის“ (House of the Dragon) მესამე სეზონის პირველი ტრეილერი, რომელიც ივნისში გამოვა. მომავალი სეზონი ბოლო-წინა იქნება, რადგან HBO-მ დაადასტურა სერიალის ოთხსეზონიანი გეგმა. ფენტეზი დრამა სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ავტორ ჯორჯ რ.რ. მარტინის (George R.R. Martin) რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ (Fire & Blood), სადაც აღწერილია ტარგარიენების (House Targaryen) სახლის ისტორია, დაახლოებით 200 წლით ადრე ვითარდება „სამეფო კარის თამაშების“ (Game of Thrones) მოვლენებამდე. მესამე სეზონის ტრეილერი ხუთშაბათს გამოვიდა „შვიდი სამეფოს რაინდის“ (A Knight of the Seven Kingdoms) მომავალი ფინალის წინ. ეს არის კიდევ ერთი HBO-ს პრიქელი, რომელიც „სამეფო კარის თამაშებამდე“ 90 წლით ადრე და „დრაკონის სახლის“ მოვლენებიდან დაახლოებით 75 წლის შემდეგ ვითარდება. ტრეილერი გვაჩვენებს ემონდ ტარგარიენს (Aemond Targaryen), რომელიც რკინის ტახტზე (Iron Throne) ზის მას შემდეგ, რაც მისი ძმა ეგონი (Aegon) წინა სეზონში დასახიჩრდა, ხოლო დედამ, დედოფალმა ელისენტ ჰაიტაუერმა (Alicent Hightower), საიდუმლოდ დატოვა მეფის ნავსაყუდელი (King’s Landing), რათა ქალაქი თავისი საუკეთესო მეგობრისა და მეტოქის, რჰაენირას (Rhaenyra) ძალებისთვის დაენებებინა. ასევე ვლინდება, რომ რჰაენირამ ახალი დრაკონები აღმოაჩინა, რათა თავის არმიას შემატოს, რაც ელისენტისა და მისი ოჯახისთვის კატასტროფა იქნება. ნაჩვენებია უფრო მასშტაბური ბრძოლებიც — მათ შორის, როგორც ჩანს, საკულტო „ბრძოლა ხახისათვის“ (Battle of the Gullet), სადაც რჰაენირას ვაჟი ჯეისი (Jace) თავისი დრაკონით ველარიონების (House Velaryon) ფლოტის წინააღმდეგ იბრძვის. „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონში დაბრუნებული მსახიობები არიან: მეთ სმითი (Matt Smith), ემა დარსი (Emma D’Arcy), ოლივია კუკი (Olivia Cooke), სტივ ტუსენი (Steve Toussaint), რის იფანსი (Rhys Ifans), ფაბიენ ფრენკელი (Fabien Frankel), იუენ მიტჩელი (Ewan Mitchell), ტომ გლინ-კარნი (Tom Glynn-Carney), სონოია მიზუნო (Sonoya Mizuno), ჰარი კოლეტი (Harry Collett), ბეტანი ანტონია (Bethany Antonia), ფიბი კემპბელი (Phoebe Campbell), ფია საბანი (Phia Saban), ჯეფერსონ ჰოლი (Jefferson Hall), მეთიუ ნიდჰემი (Matthew Needham), ტომ ბენეტი (Tom Bennett), კირან ბიუ (Kieran Bew), კურტ ეჯიავანი (Kurt Egyiawan), ფრედი ფოქსი (Freddie Fox), კლინტონ ლიბერტი (Clinton Liberty), გეილ რანკინი (Gayle Rankin) და აბუბაქარ სალიმი (Abubakar Salim). ახალი მსახიობები, რომლებიც „დრაკონის სახლს“ მესამე სეზონში უერთდებიან, არიან: ჯეიმს ნორტონი (James Norton) ორმუნდ ჰაიტაუერის (Ormund Hightower) როლში, ტომი ფლენეგანი (Tommy Flanagan) ლორდ როდერიკ დასტინის (Lord Roderick Dustin) როლში, დენ ფოგლერი (Dan Fogler) სერ ტორჰენ მანდერლის (Ser Torrhen Manderly) როლში, ტომ კალენი (Tom Cullen) სერ ლუთორ ლარჯენტის (Ser Luthor Largent) როლში, ჯოპლინ სიბტაინი (Joplin Sibtain) სერ „მამაცი“ ჯონ როქსტონის (Ser “Bold” Jon Roxton) როლში და ბარი სლოუნი (Barry Sloane) სერ ადრიან რედფორტის (Ser Adrian Redfort) როლში. მარტინმა სერიალი რაიან კონდალთან (Ryan Condal) ერთად შექმნა. ორივე აღმასრულებელი პროდიუსერია, კონდალი კი შოურანერის მოვალეობას ასრულებს. სარა ჰესი (Sara Hess), მელისა ბერნშტაინი (Melissa Bernstein), კევინ დე ლა ნოი (Kevin de la Noy), ვინს ჯერარდისი (Vince Gerardis), დევიდ ჰენკოკი (David Hancock) და ფილიპა გოსლეტი (Philippa Goslett) ასევე აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. კლერ კილნერი (Clare Kilner), ნინა ლოპეს-კორადო (Nina Lopez-Corrado), ანდრი პარეხი (Andrij Parekh) და ლონი პერისტერე (Loni Peristere) მესამე სეზონის ეპიზოდებს რეჟისორობენ. „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ტრეილერს ქვემოთ იხილავთ.