„Heated Rivalry“: სერიალის წარმატება სეზონის დასრულების შემდეგაც გრძელდება
სერიალი „Heated Rivalry“, პირველი სეზონის დასრულებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი, მაყურებელთა მოზღვავებულ ინტერესს იწვევს. აშშ-ში ის საშუალოდ 10.6 მილიონ მაყურებელს აგროვებს თითო ეპიზოდზე და გახდა HBO Max-ის ისტორიაში ყველაზე ყურებადი სკრიპტირებული პროექტი, რომელიც სხვა პლატფორმიდან იქნა შეძენილი. სერიალი, რომელიც რეიჩელ რეიდის „Game Changers“ წიგნების სერიაზეა დაფუძნებული, მოგვითხრობს ჰოკეის ორ ვარსკვლავზე, შეინ ჰოლანდერსა და ილია როზანოვზე, რომლებიც საიდუმლო ურთიერთობას აბამენ სასტიკად კ
„Heated Rivalry“-ის პირველი სეზონის დასრულებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი, სერიალი მაყურებელთა რაოდენობას ზრდის. Warner Bros. Discovery-ის ცნობით, დღემდე „Heated Rivalry“-ს აშშ-ში საშუალოდ 10.6 მილიონი მაყურებელი ჰყავს თითო ეპიზოდზე. კანადური სტრიმინგ სერვის Crave-ის მიერ წარმოებული სერიალი, აშშ-ში WBD-ის მფლობელობაში არსებულ HBO Max-ზე გადის და ნოემბერში დებიუტისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყოველი შემდგომი ეპიზოდი წინა ეპიზოდზე მეტ მაყურებელს აგროვებდა. 26 დეკემბერს გამოსულმა ფინალმა მაყურებელთა რაოდენობის 300%-ზე მეტი ზრდა აჩვენა პრემიერის კვირასთან შედარებით.
WBD ასევე ირწმუნება, რომ ფინალის შემდეგ სერიალის აუდიტორია გაორმაგდა და ის HBO Max-ის ისტორიაში სხვა პლატფორმიდან შეძენილ სკრიპტირებულ პროექტებს შორის ყველაზე ყურებადი სათაურია.
„Heated Rivalry“ დაფუძნებულია რეიჩელ რეიდის წიგნების სერიაზე „Game Changers“ და მისი სახელი 2019 წელს გამოცემული სერიის პირველი ნაწილის მიხედვით შეირჩა. სატელევიზიო შოუს მოკლე აღწერა ასეთია: „შეინ ჰოლანდერი (ჰადსონ უილიამსი) და ილია როზანოვი (კონორ სთორი) მაიორ ლიგის ჰოკეის ორი უდიდესი ვარსკვლავია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამბიციით, მეტოქეობითა და მაგნიტური მიზიდულობით, რომელსაც სრულად ვერც ერთი ვერ ხვდება. ის, რაც ორ ახალბედას შორის საიდუმლო გატაცებით იწყება, სიყვარულის, უარყოფისა და თვითაღმოჩენის მრავალწლიან მოგზაურობად იქცევა. მომდევნო რვა წლის განმავლობაში, წყვილი ყინულზე დიდებას მისდევს, პარალელურად კი უჭირთ თავიანთი გრძნობების მართვა ყინულის მიღმა. გაორებული სპორტს, რისთვისაც ცხოვრობენ, და სიყვარულს, რომლის იგნორირებასაც ვერ ახერხებენ, შორის, შეინმა და ილიამ უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა ადგილი მათ სასტიკად კონკურენტულ სამყაროში ისეთი მყიფე და ძლიერი რამისთვის, როგორიც ნამდვილი სიყვარულია.“ მსახიობთა შემადგენლობაში ასევე შედიან ფრანსუა არნო, რობი ჯი.ქეი, ქრისტინა ჩანგი, დილან უოლში, სოფი ნელისი და ქსენია დანიელა ხარლამოვა.
სერიალი ჯეიკობ ტიერნიმ შექმნა, ის Accent Aigu Entertainment-მა Bell Media-ის Crave-თან თანამშრომლობით გადაიღო. Sphere Abacus არის საერთაშორისო დისტრიბუტორი.
წყარო:
variety.com