ჰელენა ბონემ კარტერი და კრის მესინა „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის ქასთს ოფიციალურად შეუერთდნენ
HBO-ს სერიალის „თეთრი ლოტუსი“ მე-4 სეზონის ქასთს ოფიციალურად შეუერთდნენ ჰელენა ბონემ კარტერი, კრის მესინა და დებიუტანტი მარისა ლონგი. მომავალი სეზონის მოქმედება საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში, Château de La Messardière-ში განვითარდება.
დადასტურდა, რომ „თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის ქასთს ოფიციალურად შეუერთდნენ ჰელენა ბონემ კარტერი („გვირგვინი“) და კრის მესინა („მტაცებელი ფრინველები“). მათთან ერთად, სერიალში სატელევიზიო დებიუტს შეასრულებს ახალბედა მსახიობი მარისა ლონგი.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კრის მესინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა HBO-ს სერიალის მეოთხე სეზონში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გარიგება ჯერ არ იყო დასრულებული, ინსაიდერები იუწყებოდნენ, რომ მესინა დიდად იყო დაინტერესებული ამ როლით. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონის მსახიობებს ალექსანდრე ლუდვიგი („ვიკინგები“) და ეი ჯეი მიხალკა („გოლდბერგები“) შეუერთდნენ. მათთან ერთად, კონტრაქტს ხელი მოაწერეს სტივ კუგანმა („ალან პართრიჯი“) და კალებ ჯონტ ედვარდსმა („შავი თოვლი“).
„თეთრი ლოტუსის“ ყოველი სეზონი მაყურებელს ახალ დანიშნულების ადგილას გადაჰყავს – ჰავაიდან სიცილიამდე და ტაილანდამდე. უახლესი სეზონი ანთოლოგიურ სერიალს საფრანგეთში გადაიტანს. გასულ კვირას დადასტურდა, რომ მოქმედება განვითარდება Château de La Messardière-ში, რომელიც მდებარეობს სენ-ტროპეში, კოტ დ'აზურზე. ეს არის მე-19 საუკუნის სასახლე, რომელიც მდიდრულ სასტუმროდ გადაკეთდა.
„მეოთხე სეზონისთვის მინდა, ცოტა განვერიდო კლდეებზე დამსხვრეული ტალღების რიტორიკას, თუმცა „თეთრი ლოტუსის“ სასტუმროებში ყოველთვის არის ადგილი მეტი მკვლელობისთვის“, – ხუმრობით განაცხადა სერიალის შემქმნელმა მაიკ უაიტმა გასულ წელს.
აღსანიშნავია, რომ სერიალის მესამე სეზონმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოლოდინი მომავალი სეზონის მიმართ.
თეგები
წყარო:
www.joblo.com