„კაცი შიგნიდან“: Netflix-მა ტედ დენსონის სერიალი მესამე სეზონით განაახლა
Netflix-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტედ დენსონის მონაწილეობით შპიონური კომედიური სერიალი „კაცი შიგნიდან“ მესამე სეზონით განახლდა. მეორე სეზონმა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გამოვიდა, კრიტიკოსების მაღალი შეფასება და მაყურებლის დიდი ინტერესი დაიმსახურა, მოხვდა გლობალურ ტოპ 10-ში და დააგროვა 45 მილიონზე მეტი ნახვა.
Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრიტიკოსების მიერ მოწონებული კომედიური სერიალი „კაცი შიგნიდან“, რომელშიც მთავარ როლს ტედ დენსონი ასრულებს, მესამე სეზონით განახლდა.
შპიონური სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 2025 წლის ნოემბერში შედგა, სადაც დენსონის პერსონაჟი ჩარლზი უნივერსიტეტში ფარულად მუშაობდა.
Netflix-მა სერიალის განახლებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა: „Netflix დღეს აცხადებს, რომ კრიტიკოსების მიერ აღიარებული კომედიური სერიალი „კაცი შიგნიდან“ მესამე სეზონით განახლდა. „კაცი შიგნიდან“-ის მეორე სეზონის დებიუტი 2025 წლის 20 ნოემბერს შედგა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. სერიალი ხუთი კვირის განმავლობაში შედიოდა გლობალურ ტოპ 10-ში და 2025 წლის ბოლოსთვის ორივე სეზონის ნახვების საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. ის დასახელდა AFI-ის 2024 წლის საუკეთესო სატელევიზიო პროგრამებს შორის, რამაც მთავარი მსახიობ ტედ დენსონს მრავალი ნომინაცია მოუტანა, მათ შორის SAG-ის, Critics Choice-ის და ოქროს გლობუსის.“
სერიალის შემქმნელმა მაიკლ შურმაც ისაუბრა შოუს დაბრუნებაზე. მან განაცხადა: „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ Netflix-თან ერთად ვმუშაობთ „კაცი შიგნიდან“-ის მორიგ სეზონზე. ნამდვილი სიამოვნებაა მთელ ამ გუნდთან მუშაობა, განსაკუთრებით კი სიმპათიურ, ერუდირებულ და უზომოდ ნიჭიერ ტედ დენსონთან – ნამდვილ ამერიკულ განძთან, რომლის კონტრაქტი ზუსტად აზუსტებს, თუ რა ზედსართავი სახელების გამოყენება შემიძლია მასზე საუბრისას პრესრელიზებში.“
მესამე სეზონის პრემიერის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წყარო:
tvseriesfinale.com