კრისტენ ბელი „ზღარბი სონიკი 4“-ის ქასთს ემი როუზის როლში შეუერთდა
მსახიობი კრისტენ ბელი ოფიციალურად დადასტურდა „ზღარბი სონიკი 4“-ის ქასთში, სადაც ის ემი როუზს გაახმოვანებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ბენ შვარცი, იდრის ელბა, კიანუ რივზი, ჯიმ ქერი და ჯეიმს მარსდენი. პრემიერა 2027 წლის 19 მარტსაა დაგეგმილი.
Paramount Pictures-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსახიობი კრისტენ ბელი მომავალი, ფართოდ მოსალოდნელი ფილმის, „ზღარბი სონიკი 4“-ის (Sonic the Hedgehog 4) ქასთს შეუერთდა. ის გაახმოვანებს სონიკის ჩაქუჩის მქონე მეგობარს, ემი როუზს.
ბელი შეუერთდება დაბრუნებულ ვარსკვლავებს: ბენ შვარცს (რომელიც სონიკს გაახმოვანებს), იდრის ელბას (ნაქლზის როლში), კიანუ რივზს (შედოუს როლში) და ქოლინ ო’შონესის (ტეილსის როლში).
ადამიანურ პერსონაჟებს რაც შეეხება, ჯიმ ქერი განუმეორებელ ბოროტმოქმედ დოქტორ რობოტნიკს ითამაშებს, ლი მაჯდუბი აგენტ სტოუნს, ხოლო ჯეიმს მარსდენი და ტიკა სამპტერი სონიკის მშვილებელ მშობლებს, ტომსა და მედის განასახიერებენ.
ემი როუზის გამოჩენა ფრენჩაიზში „ზღარბი სონიკი 3“-ის შემდგომ კრედიტებში (mid-credits) იყო მინიშნებული, სადაც ის მეტალ სონიკთან ერთად გიგანტური ჩაქუჩის მქონე ზღარბის სახით გამოჩნდა. ემის ჩართვა Paramount-ის სონიკის კინემატოგრაფიულ სამყაროში შესაძლოა ლურჯი ზღარბისთვის სასიყვარულო ინტერესის შემოტანას გულისხმობდეს. სონიკის გარშემო ფლირტის გარდა, ემი მხიარული, კეთილი და ბრძოლისთვის მზად მყოფი გმირია, თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით. ემი არ ლაპარაკობდა შემდგომ კრედიტების სცენაში, რითაც ადგილი დარჩა დღევანდელი დიდი განცხადებისთვის.
ფილმის ფრენჩაიზის მეოთხე თავის რეჟისორი კვლავ ჯეფ ფოულერი იქნება, რომელმაც წინა სამი ფილმი გადაიღო. პროდიუსერებად დაბრუნდებიან ნილ ჰ. მორიცი და ტობი ეშერი Original Films-დან, ასევე ტორუ ნაკაჰარა. Paramount Pictures ფილმის პრემიერას 2027 წლის 19 მარტსაა გეგმავს.
სამივე ფილმის გაერთიანებული შემოსავალი მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდ დოლარს აღემატება. კრისტენ ბელის არჩევა ემი როუზის ხმად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ბელმა წარმატებით გაახმოვანა ანა დისნეის „გაყინულის“ ფრენჩაიზში, რომლის კიდევ ორი ფილმი იგეგმება.
თეგები
წყარო:
www.joblo.com