ენჯუს „კუსუნოკის ღმერთების ბაღის“ (Kami no Niwatsuki Kusunoki-tei) ლაით-ნოველის სერიის სატელევიზიო ანიმე ადაპტაციის შემქმნელებმა პარასკევს მეორე სარეკლამო ვიდეო გაავრცელეს. ვიდეო ცხადყოფს, რომ ანიმეს დებიუტი 4 აპრილს შედგება. აღნიშნული ვიდეო კიდევ ოთხ დამატებით მსახიობსაც აანონსებს. ანიმეს დებიუტი TV Asahi-ის „NUMAnimation“ პროგრამულ ბლოკში შედგება, ტექნიკურად 5 აპრილს, დილის 1:30 საათზე. სერიალი შემდეგ BS Asahi-ზე 6 აპრილს, დილის 2:00 საათზე გავა. ანიმე იაპონიის მასშტაბით სულ 24 არხზე იქნება ნაჩვენები. შოუსთვის სპეციალური ლაივსტრიმი 14 მარტს გაიმართება. ანიმეს რეჟისორია სეკიჯუ სეკინო („Goblin Slayer II“-ის, „Dorohedoro“-ს, „Asteroid in Love“-ის ეპიზოდის რეჟისორი), რომელიც JUVENAGE-ში მუშაობს. ასისტენტ-რეჟისორია რიო იამაუჩი („Vinland Saga“-ს, „My Master Has No Tail“-ის ანიმაციის რეჟისორი). სერიალის სკრიპტებს ხელმძღვანელობს იუჯი კობაიაში („Pretty Guardian Sailor Moon Crystal“-ის პირველი სამი სეზონი). პერსონაჟების დიზაინზე მუშაობენ იუკო ინოუე („Inazuma Eleven“, „Dark Gathering“) და ჩიკაკო ნომა („I Parry Everything“), ხოლო მუსიკას ქმნის R.O.N („FLCL Alternative“, „Ninja Kamui“). ანიმეს გახსნის თემატურ სიმღერას „Odoroki no Ko“ (სიურპრიზის ბავშვი) მიუ ირინო ასრულებს. ეს სიმღერა ირინოს მუსიკალურ კარიერაში პირველი ანიმე თემატური სიმღერაა. სიმღერის ავტორი და კომპოზიტორი როკ-ბენდ Galileo Galilei-ის წევრი იუკი ოზაკია. Yen Press ლაით-ნოველებს ინგლისურად გამოსცემს და ისტორიას ასე აღწერს: ენჯუმ მოთხრობა Shōsetsuka ni Narō („მოდით ვიყოთ ნოველისტები“) ვებგვერდზე 2021 წლის აპრილში გაუშვა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მისი სერიალიზაცია Kakuyomu ვებგვერდზე დაიწყო. Kadokawa-მ ლაით-ნოველების პირველი ტომი ox-ის ილუსტრაციებით 2021 წლის ნოემბერში გამოსცა. მე-11 ტომი 17 ნოემბერს გამოვიდა. აკირა ანზაიმ მანგას ადაპტაცია Kadokawa-ს ComicWalker ვებგვერდზე 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. Kadokawa-მ მანგას პირველი შედგენილი ტომი 2022 წლის აგვისტოში, მეხუთე ტომი კი 27 დეკემბერს გამოსცა. წყარო: პრეს-რელიზი