მაიკ ფლენეგანი სტივენ კინგის „ნისლის“ (The Mist) ახალ კინოადაპტაციას გადაიღებს
ჰორორის რეჟისორი მაიკ ფლენეგანი კვლავ აფორმებს თანამშრომლობას საკულტო ავტორ სტივენ კინგთან, რათა მისი 1980 წლის ნოველის, „ნისლის“ (The Mist) ახალი კინოადაპტაცია გადაიღოს. ფილმი მოგვითხრობს მეინის პატარა ქალაქში ჩარჩენილ გადარჩენილებზე, რომლებიც სასიკვდილო არსებებით სავსე ნისლს ებრძვიან. ფლენეგანი პროექტის რეჟისორი და სცენარისტი იქნება.
ჰორორის რეჟისორი მაიკ ფლენეგანი კვლავ აფორმებს თანამშრომლობას საკულტო ავტორ სტივენ კინგთან, რათა მისი ნოველა „ნისლის“ (The Mist) ახალი კინოადაპტაცია გადაიღოს, იუწყება Deadline.
კინგის 1980 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჰორორ ნოველა, რომელიც პირველად იმავე წელს Viking Press-ის ჰორორ ანთოლოგიაში გამოქვეყნდა, „ნისლი“ მოგვითხრობს გადარჩენილთა ჯგუფზე, რომლებიც მეინის პატარა ქალაქში სქელ ნისლში აღმოჩნდნენ ჩაფლულნი. ამ ნისლმა მთელი ტერიტორია მოიცვა და სასიკვდილო არსებებს მალავს. „ნისლი“ იმ დროისთვის არაერთ ლიტერატურულ ჯილდოზე იყო ნომინირებული და ზოგადად, კინგის ყველაზე აღიარებულ ნამუშევრებს შორის მოიაზრება.
ფლენეგანი რეჟისორის სავარძელში დაჯდება და ასევე სცენარს დაწერს.
„ნისლი“ მანამდე კინოადაპტაციით უკვე გამოვიდა 2007 წელს, მთავარ როლში თომას ჯეინი მონაწილეობდა, რეჟისორი კი ფრენკ დარაბონტი იყო, რომელმაც მანამდე 1994 წლის „გაქცევა შოუშენკიდან“ (The Shawshank Redemption) და 1999 წლის „მწვანე მილი“ (The Green Mile) გადაიღო (ორივე ასევე სტივენ კინგის მოთხრობებზე იყო დაფუძნებული). ის ასევე ადაპტირებული იქნა ხანმოკლე, 10-ეპიზოდიან სატელევიზიო სერიალად 2017 წელს, თუმცა მისი გაშვების იმავე წელს გაუქმდა.
ეს ახალი ადაპტაცია ფლენეგანისთვის კინგთან არსებულ თანამშრომლობათა გრძელ სიას შეემატება, მათ შორისაა 2017 წლის „ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game), 2019 წლის „ექიმი ძილი“ (Doctor Sleep) (რომელიც „ნათების“ (The Shining) გაგრძელებაა) და 2024 წლის „ჩაკის ცხოვრება“ (The Life of Chuck).
ფლენეგანი ასევე მუშაობს რვა ეპიზოდიან სატელევიზიო ადაპტაციაზე „კერიზე“ (Carrie) Prime Video-სთვის. კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანი, „კერი“ მანამდე სამჯერ იქნა ადაპტირებული ფილმად.
ფლენეგანი ამჟამად ასევე ხელმძღვანელობს ახალ „ეგზორცისტის“ (The Exorcist) კინოპროექტს, რომელსაც სკარლეტ იოჰანსონი გასული წლის ბოლოს შეუერთდა.
თეგები
წყარო:
www.ign.com