„მაიმუნების პლანეტა“ და „ფანტასტიკური ოთხეული“ ერთმანეთს ახალ კომიქსში უპირისპირდებიან!
Disney-ის საკუთრებაში არსებულმა Marvel Comics-მა, 20th Century Fox-ის შეძენის შემდეგ, მიიღო შესაძლებლობა გამოექვეყნებინა კომიქსები, რომლებიც შთაგონებულია ამ სტუდიის ფრენჩაიზებით, როგორიცაა „უცხო“ და „მტაცებელი“. ახლა კი, Marvel-ის პერსონაჟები „მაიმუნების პლანეტის“ გმირებსაც შეხვდებიან ახალ, ოთხნაწილიან ლიმიტირებულ სერიაში „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“, რომლის პირველი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია. კომიქსი მოგვითხრობს ფანტასტიკური ოთხეულის თავგადასავალს მაიმუნების პლანეტაზე,
დისნეი Marvel Comics-ის კომპანიის მფლობელია და როდესაც რამდენიმე წლის წინ Disney-მ შეიძინა კინოსტუდია 20th Century Fox, ამან Marvel-ს მისცა შანსი, გამოექვეყნებინა კომიქსები, რომლებიც შთაგონებულია 20th Century-ის ფრენჩაიზებით, როგორიცაა „უცხო“ (Alien), „მტაცებელი“ (Predator) და „მაიმუნების პლანეტა“ (Planet of the Apes).
რა თქმა უნდა, მათ ეს შესაძლებლობა ასევე გამოიყენეს 20th Century-ის პერსონაჟების Marvel-ის გმირებთან კროსოვერებისთვის ისეთ ლიმიტირებულ სერიებში, როგორიცაა „უცხოპლანეტელები შურისმაძიებლების წინააღმდეგ“ (Aliens vs. Avengers), „უცხოპლანეტელები კაპიტან ამერიკის წინააღმდეგ“ (Aliens vs. Captain America), „მტაცებელი ვულვერინის წინააღმდეგ“ (Predator vs. Wolverine), „მტაცებელი შავი პანტერის წინააღმდეგ“ (Predator vs. Black Panther), „მტაცებელი ადამიანი-ობობას წინააღმდეგ“ (Predator vs. Spider-Man) და „მტაცებელი კლავს მარველის სამყაროს“ (Predator Kills the Marvel Universe).
ახლა კი, კროსოვერების მოქმედებაში მაიმუნებიც ერთვებიან და „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“ (Planet of the Apes vs. Fantastic Four) პირველი ნომერი უკვე მაღაზიების თაროებზეა!
ჯოშ ტრუხილიოს (Josh Trujillo) (What If… Galactus?) და ანდრეა დი ვიტოს (Andrea di Vito) (Emma Frost: The White Queen) ავტორობით შექმნილი „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“ ოთხი ნომრისგან შედგება. აი, სიუჟეტი: მარველის „პირველი ოჯახი“ აღმოჩნდება მაიმუნების პლანეტაზე! იხილეთ ისტორია, თუ როგორ იკვეთება ფანტასტიკური ოთხეულის გზები პირველად კორნელიუსთან, ზირასთან, ურსუსთან – და, რა თქმა უნდა, დოქტორ ზაიუსთან! მაგრამ ისინი მარტო არ იქნებიან! მარველის სამყაროდან ნაცნობმა მტრებმა მაიმუნების ქალაქს დაადგეს თვალი, რითაც საფუძველი ეყრება სამეფო ბრძოლას, რომელიც თაყვანისმცემლებს მალე არ დაავიწყდებათ!
ტრუხილიომ განაცხადა: „შაბათობით შუადღისას „მაიმუნების პლანეტის“ მარათონების ყურებით გავიზარდე, ამიტომ ამ საკულტო პერსონაჟებისთვის წერა უზარმაზარი სიამოვნებაა! მარველის „პირველი ოჯახის“ კორნელიუსთან, ზირასთან და დოქტორ ზაიუსთან შეხვედრა ძალიან სახალისოა და არ მჯერა, რომ სწორედ მე მიწევს ამ ეპიკური ამბის მოყოლა. ეს ათწლეულების ნამუშევარია და იმედი მაქვს, რომ თქვენც შემოგვიერთდებით ამ თავგადასავალში!“
დი ვიტომ დაამატა: „თავიდან უცნაურ შეხვედრას ჰგავს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს ორი ფრენჩაიზი ადრე თუ გვიან უნდა შეხვედროდა ერთმანეთს. კვლევა ყოველთვის იყო ფანტასტიკური ოთხეულის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მაიმუნების პლანეტაზე აღმოჩენა აბსოლუტურად სრულყოფილია კლასიკური FF თავგადასავლისთვის, სტენისა და ჯეკის მიერ შექმნილ უკვდავ ტონში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე ვარ ის, ვინც ამ „პირველ ოფიციალურ შეხვედრას“ დახატავს Marvel-ის სამყაროსა და „მაიმუნების პლანეტას“ შორის.“
ჩემთვის ეს ნამდვილად აუცილებლად წასაკითხი კომიქსია. წაიკითხავთ თუ არა „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“? შეგვატყობინეთ კომენტარებში.
თეგები
წყარო:
www.joblo.com