მანგა „დიდი ბრძენი რიდლის დროის შებრუნება“ ანიმე ადაპტაციას მიიღებს
ნეკოკოსა და ჰაჯიმე ნიკატას მანგა „დიდი ბრძენი რიდლის დროის შებრუნება“ ანიმე ადაპტაციას მიიღებს, რომლის პრემიერა „ტელევიზია კანაგავას“ ეთერში 1 აპრილს შედგება. ცნობილია მთავარი მსახიობები და სიუჟეტის დეტალები, რომელშიც რიდლი დროში ბრუნდება წარსულის შესაცვლელად ათასი წლის ცოდნითა და გამოცდილებით.
ავტორ ნეკოკოსა და მხატვარ ჰაჯიმე ნიკატას ნამუშევარი „Daikenja Riddle no Jikan Gyakkō“ (ქართ. „დიდი ბრძენი რიდლის დროის შებრუნება“) ანიმე ადაპტაციას მიიღებს. ანიმეს პრემიერა „ტელევიზია კანაგავას“ ეთერში 1 აპრილს, იაპონიის სტანდარტული დროით 21:55 საათზე შედგება.
პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფმა მთავარი მსახიობები და ვიზუალი გაასაჯაროვა: სერიალში რიდლის როლს ჯუნია ენოკი, ხოლო ნორნის როლს აზუსა თადოკორო შეასრულებენ.
სიუჟეტი რიდლზე მოგვითხრობს, ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელმაც თანამგზავრები დაკარგა იდუმალი ჯგუფის, „ბოროტების ყუთის“ გამო. ათასი წლის შემდეგ, სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა რიდლმა საბოლოოდ მიაღწია დროის შებრუნების უნარს. ათასი წლის ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი დიდი ბრძენი რიდლი წარსულში მოგზაურობს.
ნეკოკომ და ნიკატამ სრულფეროვანი მანგა „Seed Comics“-ზე 2023 წლის ნოემბერში გამოუშვეს. „შოგაკუკანმა“ პირველი შეგროვებული ტომი 2024 წლის მაისში, მეხუთე ტომი კი 4 ნოემბერს გამოსცა.
წყაროები: პრესრელიზი, Comic Natalie
თეგები