მარგარეტ ქველი და კალუმ ტერნერი ჟულავსკის საკულტო „Possession“-ის რიმეიქში?
ვრცელდება ხმები, რომ მარგარეტ ქველი და კალუმ ტერნერი შესაძლოა ითამაშონ ანჯეი ჟულავსკის საკულტო ფილმის, „Possession“ (1981) რიმეიქში, რომელსაც „Smile“-ის რეჟისორი პარკერ ფინი გადაიღებს. პროექტი ამჟამად Paramount-ში მუშავდება, თუმცა მსახიობების მონაწილეობა ჯერჯერობით მხოლოდ ჭორის დონეზეა.
2024 წლის ფილმში „The Substance“ დემი მურთან ერთად შესრულებული როლის შემდეგ, მარგარეტ ქველი (Happy Gilmore 2, Honey Don’t, How to Make a Killing) შესაძლოა დაუბრუნდეს საშინელებათა ჟანრს ანჯეი ჟულავსკის „Possession“-ის რიმეიქში, კალუმ ტერნერთან (Masters of the Air, The Boys in the Boat, Green Room) ერთად. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა. Nexus Point News-ის ცნობით, Paramount-ი მუშაობს „Possession“-ის რიმეიქზე, სადაც ქველი და ტერნერი განიხილებიან მთავარ როლებზე.
„Smile“-ის რეჟისორი, პარკერ ფინი, პროექტის რეჟისორი და პროდიუსერი იქნება. ადრინდელი ცნობებით, ფინი ფილმს რობერტ პატინსონთან ერთად აწარმოებდა, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია პატინსონის მონაწილეობის შესახებ მსახიობის ამპლუაში.
ანჯეი ჟულავსკიმ „Possession“ 1981 წელს გამოუშვა. ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი მოგვითხრობს ქალზე, სახელად ანაზე, რომელიც სულ უფრო შემაშფოთებელ ქცევებს ამჟღავნებს მას შემდეგ, რაც ქმარს განქორწინებას სთხოვს. ეჭვები ღალატზე მალევე გადაიზრდება გაცილებით უფრო ბოროტ რაღაცაში. ფილმის პრემიერა კანის 34-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ანას როლის შემსრულებელმა იზაბელ აჯანიმ საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა.
მარგარეტ ქველის განრიგი დატვირთულია მომავალი პროექტებით, მათ შორის „How to Make a Killing“-ით, რომლის გადაღებებიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჯონ პატონ ფორდი ფილმს საკუთარი სცენარის მიხედვით იღებს, მთავარ როლებს კი გლენ პაუელი, მარგარეტ ქველი, ედ ჰარისი, ტოფერ გრეისი და ჯესიკა ჰენვიკი ასრულებენ. „How to Make a Killing“ კინოთეატრებში 2026 წლის 20 თებერვალს გამოვა.
კალუმ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ელისაბედ ოლსენთან და მაილს ტელერთან ერთად ითამაშა სასიამოვნო რომანტიკულ ფილმში „Eternity“. წლების ერთ-ერთ საუკეთესო რომანტიკულ კომედიად აღიარებული „Eternity“-ის სიუჟეტი ასეთია: შემდგომ ცხოვრებაში, სადაც სულებს ერთი კვირა აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, სად გაატარონ მარადისობა, ჯოანი დგას შეუძლებელი არჩევანის წინაშე – მამაკაცს შორის, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა, და თავის პირველ სიყვარულს შორის, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და ათწლეულები ელოდა მის მოსვლას. ტერნერის შემდეგი ფილმია ქარიმ აინუზის „Rosebush Pruning“, დრამატული თრილერი ოჯახზე, რომელიც გენეტიკურ დაავადებებთან გამკლავებას ცდილობს აგარაკზე.
თეგები
წყარო:
www.joblo.com