„მარშლები“: „იელოუსტოუნის“ სამყაროს გაფართოება ქეისი დატონის ახალი თავგადასავლებით
„იელოუსტოუნი“ ჰიტ სერიალად იქცა, რომელმაც არაერთი სპინოფი წარმოშვა. უახლესი – „მარშლები“ – დატონების უმცროსი ვაჟის, ქეისი დატონის (ლუკ გრაიმსი) თავგადასავლებს მოგვითხრობს, რომელიც მონტანაში აშშ-ის მარშლების ელიტარულ ქვედანაყოფში მსახურობს და კვირის დანაშაულებებს იძიებს. სერიალი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ტეილორ შერიდანი და ლუკ გრაიმსი, „იელოუსტოუნის“ სამყაროს უფრო ნაცნობ ქსელურ სივრცეში გადააქვს, აქცენტი გაკეთებულია ყოველკვირეულ დანაშაულებზე და პერსონაჟის სამხედრო წარსულსა და რანჩე
2018 წელს დებიუტის შემდეგ, „იელოუსტოუნი“ ჰიტ საკაბელო დრამიდან საკუთარ სატელევიზიო ეკოსისტემად იქცა, რომელმაც წარმოშვა პრიქველები („1883“, „1923“) და სიქველები, რომლებმაც მისი მითოლოგია ათწლეულების განმავლობაში გაავრცელეს და ტეილორ შერიდანის სასაზღვრო ფატალიზმი პრესტიჟული ვესტერნული თხრობის გამძლე ფორმად აქციეს. მისი წარმატება არასოდეს ყოფილა დაფუძნებული მხოლოდ სროლასა და მიწის დავებზე, არამედ მემკვიდრეობის ოპერულ გაგებაზე: რომ ჩვენი ყოველი არჩევანი მომავალ თაობებზე ტოვებს კვალს.
აქედან გამომდინარე, დატონების შთამომავლის, ქეისის გარშემო აგებული სპინოფი, რომელიც, ალბათ, საგის ყველაზე შინაგანად კონფლიქტური ფიგურაა, ლოგიკურ მომდევნო ნაბიჯად გვეჩვენება. „მარშლები“, CBS-ის პროცედურული დრამა, რომელიც სპენსერ ჰადნატმა შექმნა შერიდანთან და ვარსკვლავ ლუკ გრაიმსთან ერთად აღმასრულებელ პროდიუსერებად, ამ სამყაროს უფრო ნაცნობ ქსელურ სივრცეში აფართოებს. აქ ქეისი „იელოუსტოუნის“ ყოფილი რანჩოს აღმოსავლეთ ბანაკში წყნარ ცხოვრებას აშშ-ის მარშლების ელიტარული ქვედანაყოფის სამსახურზე ცვლის, რომელიც მთელ მონტანაში მოქმედებს.
სტრუქტურა მარტივია: კვირის დანაშაულის ფორმატი, რომელიც დაფუძნებულია პროტაგონისტზე, რომლის სამხედრო წარსული და რანჩერის ინსტინქტები მას უნიკალურად შეეფერება საშიში ადამიანების თვალთვალისთვის უკიდეგანო ტერიტორიებზე. ქაღალდზე, ეს წყობა გულისხმობს მოქმედებას ინტროსპექციასთან ერთად, პერსონაჟის შესწავლას სამართალდამცავი პროცედურული დრამის ფარგლებში. პრაქტიკაში, სერიალი ტელემაყურებლისთვის ნაცნობ რიტმში მიმდინარეობს: ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, დევნა, კონფლიქტების მოგვარება, უფრო დიდი ემოციური ქვეტექსტები კი უკანა პლანზე რჩება. ეს არის მყარი, ხელმისაწვდომი თხრობა, თუმცა იშვიათად გასაოცარი.
ფრენჩაიზისთვის, რომელიც მორალურ აბრაზიასა და თაობათა შედეგებზეა აგებული, აქ ზღვრები შედარებით გლუვდება. შერიდანი კვლავ აღმასრულებელი პროდიუსერის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ მისი ავტორისეული კვალი აქ უფრო მსუბუქია, ხოლო მისი შედარებითი არყოფნა ყოველდღიური სიუჟეტისგან შესამჩნევია შოუს უფრო ტრადიციულ რიტმებში.
ყველაზე თვალსაჩინო ნარატიული ცვლილება არის კელსი ასბილის მონიკას არყოფნა, ქეისის მეუღლისა „იელოუსტოუნში“, რომლის ყოფნა მის ემოციურ საფუძველსა და კულტურულ საპირწონეს წარმოადგენდა. მაშინ როცა ადრინდელმა სერიალმა ქეისი ძალადობასა და ოჯახურ სიმშვიდეს შორის მერყევად დატოვა, „მარშლები“ მას უფრო ნაცნობ სივრცეში აბრუნებს: მარტოხელა, დატანჯული, პირველ რიგში მოვალეობით განსაზღვრული. ეს ნაბიჯი ამარტივებს პერსონაჟს, რომელიც ოდესღაც მნიშვდელოვნად იყო ორ სამყაროს შორის მოქცეული.
ეს გამარტივება სერიალის უფრო ფართო ამბიციებზეც ვრცელდება. „იელოუსტოუნმა“ თავისი ძალის დიდი ნაწილი მიწის, როგორც მემკვიდრეობის, ბრძოლის ველისა და ტვირთის, გააზრებიდან მიიღო. „მარშლები“ მსგავს იდეებს ეხება, განსაკუთრებით სამსახურისა და ფსიქოლოგიური სტრესის აქცენტირებით, მაგრამ ეს დაძაბულობა უფრო მეტად დიალოგებში ჩნდება, ვიდრე თვითონ თხრობის სტრუქტურაში. თემები არსებობს, უბრალოდ, მათ იგივე წონა არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მსახიობთა გუნდი ნამდვილად თავდადებულია და მუდმივ შესრულებას გვთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მასალა უფრო ღრმა გაანალიზების ნაცვლად პროცედურულ შემოკლებებს ამჯობინებს. დაბრუნებული ნაცნობი სახეები, როგორებიც არიან გილ ბირმინგემის ტომას რეინუოთერი და მო ბრინგს პლენტის მო, უფრო დიდ საგას აკავშირებენ, ისევე როგორც ქეისის უკვე გაზრდილი ვაჟის, ტეიტის (ბრეკენ მერილის) პერიოდული გამოჩენები. ახალ დამატებებს შორის, მშობლიური ამერიკელი მსახიობი ტატანკა მინსი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს აშშ-ის მარშლის მოადგილის, მაილს კიტლის როლში, კიდევ ერთი მამაკაცის, რომელიც ინსტიტუციურ სტრუქტურებში მრავალშრიან იდენტობებს უმკლავდება. ლოგან მარშალ-გრინის პიტ კელვინი, ქეისის ყოფილი ამხანაგი, რომელიც ახლა ქვედანაყოფის მეთაურად მსახურობს, საერთო ისტორიას მატებს სერიალს, რასაც შოუ დროდადრო იკვლევს. ბრეტ კალენი ასევე ჩნდება ჰარი გიფორდის როლში, მონტანას მარშლების განყოფილების უფროსის, რომლის დიდი ხნის განმავლობაში არსებული წყენა დატონების კლანის მიმართ — განსაკუთრებით ქეისის გარდაცვლილი მამის, ჯონის მიმართ — მას ინსტიტუციურ ანტაგონისტად წარმოაჩენს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კელვინი ოპერაციულ ლიდერად მსახურობს, გიფორდი სკეპტიკურ უფროსად გვევლინება და ქეისი ემოციურ ცენტრადაა წარმოჩენილი, სიუჟეტი შეიძლება ოდნავ გაყოფილი ჩანდეს — თითქოს მისი აშკარა პროტაგონისტი ყოველთვის არ არის ის, ვინც მოქმედებას მართავს. მომავალი ეპიზოდები მოაგვარებენ თუ არა ამ დისბალანსს, ჯერჯერობით გასარკვევია.
ამასობაში, ფრენჩაიზის უფრო ფართო მექანიზმი შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. მას შემდეგაც კი, რაც „იელოუსტოუნმა“ ხუთსეზონიანი ეპოსი 2024 წლის დეკემბერში დაასრულა, შერიდანის სამყარო კვლავ ფართოვდება, ახალი სპინოფები სწრაფად ჩნდება. „მედისონი“, რომელიც ნიუ-იორკელ ოჯახზეა ორიენტირებული, რომელიც მონტანაში გადადის და რომელშიც მიშელ პფაიფერი მონაწილეობს, Paramount+-ზე მარტში გამოვა, ხოლო ფანების ფავორიტებზე, რიპ უილერსა (კოულ ჰაუზერი) და ბეთ დატონზე (კელი რეილი) ფოკუსირებული სპინოფი, გავრცელებული ინფორმაციით, დამუშავების პროცესშია, „იელოუსტოუნის“ სამყარო გაჩერებისგან ჯერ შორსაა.
თავისი წარმოშობის წყალობით, „მარშლები“, სავარაუდოდ, მყისიერ აუდიტორიას იპოვის „იელოუსტოუნის“ ერთგულ მაყურებლებს შორის, ხოლო მისი ხელმისაწვდომი „კვირის საქმის“ ფორმატი აადვილებს სერიალში ჩართვას. მაგრამ, ისევე როგორც ქეისი დიდხანს ებრძოდა დატონების სახელს, მემკვიდრეობას, რომელიც მას სტატუსს ანიჭებს, თუმცა ამავდროულად მოლოდინების ტვირთს აკისრებს...
თეგები
წყარო:
www.thewrap.com