მელისა ჯოან ჰარტმა, სერიალ „კლარისა ყველაფერს ხსნის“ ვარსკვლავმა, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ჯეიმს ვან დერ ბიკი გაიხსენა, რომელიც მისი პირველი ეკრანული კოცნა იყო. 11 თებერვალს, ჰარტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ორი ფოტო მე-5 სეზონის ეპიზოდიდან სახელწოდებით „ალტერ ეგო“. ამ ეპიზოდში ვან დერ ბიკი პოლის პერსონაჟს ასახიერებდა, ხოლო ჰარტი - სერიალის მთავარ გმირს. მანამდე, იმავე დილით, 48 წლის ვან დერ ბიკი მსხვილი ნაწლავის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.