ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი უმცროს თაობას მოუწოდებს, მოემზადოს მომავალი ცვლილებებისთვის საკუთარ ხმასა და გარეგნობაზე უფლებების დაცვით, „როდესაც ხელოვნური ინტელექტი მათი საზღვრების დარღვევას დაიწყებს“. მეთიუ მაკკონაჰიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ჰოლივუდის მომავალი ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრების შემდეგ. მისი თქმით, მსახიობები უნდა მოემზადონ იმ დღისთვის, როდესაც მათ აკადემიის დაჯილდოებაზე კომპიუტერულად გენერირებულ პიროვნებებთან მოუწევთ კონკურენცია. „ეს მოდის. ეს უკვე აქ არის“, – განაცხადა მაკკონაჰიმ CNN-ის საჯარო დისკუსიის დროს ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში, რომელიც სრულად შაბათს გამოქვეყნდება. „ნუ უარყოფთ ამას. საკმარისი არ იქნება, გვერდზე იჯდეთ და მორალური თხოვნით თქვათ, „არა, ეს არასწორია“. ეს არ გაგრძელდება. ძალიან ბევრი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელია და ეს ზედმეტად პროდუქტიულია“, – აღნიშნა მაკკონაჰიმ და დასძინა, რომ ის გეგმავს დაარეგისტრიროს თავისი საკულტო ფრაზა „Alright, Alright, Alright“ (კარგად, კარგად, კარგად), რათა დაბლოკოს ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება. „ასე რომ, მე ვამბობ: დაიცავით საკუთარი თავი. ხმა, გარეგნობა და ა.შ. დაარეგისტრირეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა როდესაც ეს მოვა, ვერავინ მოგპაროთ“, – დაამატა მაკკონაჰიმ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანური მსახიობების „ჩანაცვლების“ კონცეფციას განიხილავს, ოსკაროსანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ტექნოლოგია მსახიობებისთვის განკუთვნილ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებშიც შეაღწევს. „ეს ნამდვილად შეაღწევს ჩვენს კატეგორიაში“, – თქვა მაკკონაჰიმ და ხაზი გაუსვა იმ სხვადასხვა გზას, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოჩნდეს დაჯილდოების ცერემონიებზე. „გახდება თუ არა ის ცალკე კატეგორია? გვექნება თუ არა ხუთ წელიწადში საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის ფილმი? საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მსახიობი?“ მან განაგრძო, რომ აკადემიამ შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი კატეგორია მისცეს, მაგრამ „ის ჩვენ წინაშე ისეთი გზებით იქნება, რომლებსაც ვერც კი დავინახავთ“. „ის იმდენად გაუმჯობესდება, რომ ვერ გავარჩევთ განსხვავებას. ეს არის ერთ-ერთი დიდი კითხვა ამჟამად: რეალობის საკითხი“, – თქვა მაკკონაჰიმ და მოუწოდა ადამიანებს, მოემზადონ საკუთარი თავის იურიდიულად დასაცავად. „ეს უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ოდესმე – ჩემი აზრით, ძალიან ამაღელვებელი, მაგრამ ასევე საშიში გზით. მოემზადეთ ამისთვის. დაიცავით საკუთარი სივრცე, რათა მინიმუმ გქონდეთ გავლენა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თქვენს საზღვრებს გადაკვეთს.“