ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რეიჩელ მაკადამსმა და დილან ო'ბრაიენმა ინტერვიუში ისაუბრეს სემ რეიმის მიერ გადაღებულ ახალ საშინელებათა ფილმზე „მიშველე“, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ. მსახიობების თქმით, გადარჩენის ჟანრის ფილმის გადაღება საკმაოდ დაძაბული იყო და მათ გამძლეობას სერიოზული გამოცდა მოუწყო.