„მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ მე-2 სეზონის პრომოუშენი რეკორდული დრონების შოუთი აღინიშნა
Apple TV Plus-მა და Legendary-მ სერიალ „მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ (Monarch: Legacy of Monsters) მე-2 სეზონის გამოსვლა ლოს-ანჯელესის ცენტრში გრანდიოზული დრონების შოუთი აღნიშნეს. 3000 დრონის გამოყენებით გამართულმა ღონისძიებამ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მაყურებელს გოძილას, კონგისა და ახალი კაიჯუ ტიტან X-ის ვიზუალიზაციები შესთავაზა.
საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის კუთხით, Apple TV Plus-მა და Legendary-მ ახალი სტანდარტები დაამკვიდრეს. სერიალ „მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ (Monarch: Legacy of Monsters) მე-2 სეზონის გამოსვლის აღსანიშნავად, კომპანიებმა პარასკევს ღამით ლოს-ანჯელესის ცენტრში საუცხოო დრონების შოუ მოაწყვეს. 3000 დრონის გამოყენებით (რომლებიც თითქმის 500 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდნენ), შოუმ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიებას JoBlo Celebrity Access-ის კორესპონდენტი რაიან კულტრერა შეესწრო.
დაახლოებით თორმეტწუთიანი შოუს მუსიკალური გაფორმება სერიალის კომპოზიტორ ლეოპოლდ როსს ეკუთვნოდა, ღონისძიებას კი მსახიობები კურტ რასელი, უაიატ რასელი და სხვა ვარსკვლავები ესწრებოდნენ. დრონების სანახაობა ჰოლივუდის ცნობილ „Hollywood Forever“ სასაფლაოზე გაიმართა, თუმცა პრესრელიზის თანახმად, ის თითქმის ყველა მხრიდან ჩანდა და დაახლოებით სამი საფეხბურთო მოედნის ტოლ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კაიჯუს მასშტაბებისთვის შესაფერისია. გოძილას, რა თქმა უნდა, მისი „მტერი-მეგობარი“ კონგი და ახალი კაიჯუ, ტიტან X შეუერთდნენ, რომელიც შოუს ახალი სეზონის ნაწილი იქნება.
ახალი სეზონის გამოსვლასთან ერთად, მსახიობებთან (მათ შორის კურტ და უაიატ რასელებთან) ინტერვიუებიც გამოქვეყნდება.
წარმოგიდგენთ სეზონის სიუჟეტს: „მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ მე-2 სეზონი მონარქის — და მთელი მსოფლიოს — ბედს გააგრძელებს, რომელიც საფრთხეშია. დრამატული საგა ფარდას ახდის დაფარულ საიდუმლოებებს, რომლებიც ჩვენს გმირებს (და ბოროტმოქმედებს) კონგის თავის ქალას კუნძულზე აერთიანებს, ასევე წარმოაჩენს ახალ, იდუმალ სოფელს, სადაც ზღვიდან მითიური ტიტანი ამოდის. წარსულის შედეგები აწმყოში ირეკლება, აბუნდოვნებს ოჯახურ, მეგობრულ და მტრულ კავშირებს — ყოველივე ეს ტიტანის მოვლენის მოახლოების საფრთხესთან ერთად.
„მონარქი: მონსტრების მემკვიდრეობა“ მე-2 სეზონის პირველი ეპიზოდი პარასკევს, 27 თებერვალს გამოვა! აპირებთ ყურებას?
თეგები
წყარო:
www.joblo.com