მსახიობ ვუნმი მოსაკუს ოსკარის ნომინაციის აღნიშვნა უჭირს: „ქვეყანაში ნამდვილად დისტოპიური მდგომარეობაა“
მსახიობი ვუნმი მოსაკუ ამბობს, რომ „ქვეყანაში არსებული ნამდვილად დისტოპიური მდგომარეობის“ გამო სრულად ვერ ზეიმობს „ცოდვილთა“ ფილმისთვის მიღებულ ოსკარის ნომინაციას. ის გმობს ICE-ის რეიდებს, მკვლელობებსა და გატაცებას, რაც მას ხელს უშლის ამერიკის ქალაქებში მიმდინარე მოვლენების ფონზე სიხარულის განცდაში, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ფილმმა ოსკარის რეკორდი მოხსნა.
„არის ძალიან უცნაური ამერიკული ფსიქიკა, როცა საშინელი ამბები ხდება და ხალხი მაინც მიდის სამსახურში მეორე დღეს, მაშინ როცა მე ერთი კვირა გაოგნებული ვარ“, - დასძენს მსახიობი. ვუნმი მოსაკუ ამბობს, რომ „ქვეყანაში არსებული ნამდვილად დისტოპიური მდგომარეობის“ გამო სრულად ვერ ზეიმობს „ცოდვილთა“ (Sinners) ფილმისთვის მიღებულ ოსკარის ნომინაციას.
„ცოდვილთა“ ვარსკვლავი ნომინირებული იყო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ICE-ის საიმიგრაციო რეიდებისა და მინესოტაში რენე გუდისა და ალექს პრეტის გარდაცვალების გამო, მისთვის აღნიშვნა რთულია.
მან The Times-ს განუმარტა, რომ რთულია შეათავსოს ნომინაციის სიხარული და შიში იმის გამო, რაც ამერიკის ქალაქებში ხდება. „ვერ შევძელი აღნიშვნა იმის გამო, რაც ახლა ხდება – ICE-ის აგენტების მიერ რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობები მინესოტაში, ასევე ხუთი წლის ბიჭის გატაცება“, - თქვა ვუნმიმ. „რთულია ერთდროულად ნომინაციაც და სიახლეებიც შეითავსო, რადგან ერთი ლამაზია, მეორე კი – ასეთი ბნელი და მძიმე; ნამდვილად დისტოპიური – როგორ შემიძლია უბრალოდ გავიდე, ვიყიდო სასმელი და დავტკბე მომენტით?“
მან დაამატა: „არის ძალიან უცნაური ამერიკული ფსიქიკა, როცა საშინელი ამბები ხდება და ხალხი მაინც მიდის სამსახურში მეორე დღეს, მაშინ როცა მე ერთი კვირა გაოგნებული ვარ და ვფიქრობ: „როგორ მიდიან ადამიანები ხალხმრავალ ადგილებში, როცა ეს ახლახან მოხდა? მე თავშესაფარი მინდა“.
მიუხედავად იმისა, რომ მოსაკუს უჭირს ნომინაციის აღსანიშნავი განწყობის პოვნა, აკადემიამ „ცოდვილებს“ (Sinners) უკვე კარგად მოეპყრა დაჯილდოების წინ. რაიან კუგლერის რეჟისორობით გადაღებულმა ვამპირულმა ფილმმა, რომელიც მისისიპის დელტაში ვითარდება, რეკორდები მოხსნა, როგორც ოსკარის ისტორიაში ყველაზე ნომინირებულმა ფილმმა. მან ჯამში 16 ნომინაცია მიიღო, რითაც ადვილად დაამარცხა „ყველაფერი ევას შესახებ“ (All About Eve)-ის მიერ თავდაპირველად დამყარებული და „ტიტანიკისა“ (Titanic) და „ლა-ლა ლენდის“ (La La Land) მიერ გათანაბრებული 14 ნომინაციის რეკორდი.
თეგები
წყარო:
www.thewrap.com