Netflix-მა ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“-ს ადაპტაციის პირველი თიზერი გამოაქვეყნა
Netflix ჯეინ ოსტინის უკვდავ რომანს, „სიამაყე და ცრურწმენა“-ს, ექვსნაწილიანი შეზღუდული სერიალის სახით აცოცხლებს. პროექტის სცენარისტი დოლი ოლდერტონი, რეჟისორი კი იუროს ლინია. სერიალის დებიუტი 2026 წლის შემოდგომაზე შედგება, მანამდე კი სტრიმინგ პლატფორმამ ვარსკვლავური შემადგენლობის მქონე ადაპტაციის ატმოსფერული თიზერი გამოაქვეყნა.
ჯეინ ოსტინის უკვდავი ისტორია ათობით კინო და სატელევიზიო ადაპტაციის საფუძველი გახდა. Netflix ცდილობს, წიგნი თავის სერვისზე ერთგულად გადმოიტანოს ახალი, ექვსნაწილიანი შეზღუდული სერიალით, რომლის სცენარისტი დოლი ოლდერტონი (Everything I Know About Love) და რეჟისორი იუროს ლინი (Heartstopper) არიან. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გამოსვლის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, „სიამაყე და ცრურწმენა“-ს დებიუტი სტრიმინგ პლატფორმაზე 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება. თუმცა, Netflix-მა ახლახან გამოაქვეყნა შეზღუდული სერიალის ატმოსფერული თიზერ თრეილერი ონლაინ, რომლის საუნდტრეკში დომინირებს ბუნების ხმები და ჩიტების ჭიკჭიკი, ასევე მუსიკალური მონაკვეთი.
მსახიობთა შემადგენლობაში შევლენ: ემა კორინი (Nosferatu, Black Mirror) ელიზაბეტ ბენეტის როლში, ჯეკ ლოუდენი (Slow Horses, Benediction) მისტერ დარსის როლში, ოლივია კოლმანი (The Favourite, The Crown) ქალბატონ ბენეტის როლში, რუფუს სიუელი (The Diplomat, Scoop) მისტერ ბენეტის როლში, ფრეია მეივორი (Industry, La Dame Dans L’Auto) ჯეინ ბენეტის როლში, ჯეიმი დემეტრიუ (Stath Lets Flats, Barbie) მისტერ კოლინზის როლში, დერილ მაკკორმაკი (Wake Up Dead Man: A Knives Out Mystery; Good Luck to You, Leo Grande) მისტერ ბინგლის როლში, ლუი პარტრიჯი (House of Guinness, Disclaimer) მისტერ უიკჰემის როლში, რეა ნორვუდი (Heartstopper, Cabaret) ლიდია ბენეტის როლში, სიენა კელი (Black Mirror, Domino Day) კეროლაინ ბინგლის როლში, ფიონა შოუ (Killing Eve, Harry Potter and the Deathly Hallows) ლედი ქეთრინ დე ბურგის როლში, ჰოუპი პერიში მერი ბენეტის როლით შედგება ეკრანზე დებიუტი, ხოლო ჰოლი ეივერი კი კიტი ბენეტის როლით.
მთავარი როლის შესრულების გარდა, ემა კორინი ამ პროექტში აღმასრულებელი პროდიუსერის რანგშიც შედგება დებიუტი. მას შეუერთდებიან აღმასრულებელი პროდიუსერები ლორა ლანკესტერი, უილ ჯონსტონი და ლუიზ მატერი Lookout Point-დან, ასევე დოლი ოლდერტონი და იუროს ლინი. ლიზა ოსბორნი პროდიუსერის როლშია.
როდესაც ქასთი წარმოების დროს გამოცხადდა, სცენარისტმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა დოლი ოლდერტონმა განაცხადა: „თაობაში ერთხელ, ადამიანთა ჯგუფს ეძლევა საშუალება, ხელახლა მოყვეს ეს შესანიშნავი ამბავი და მე თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რომ ამის ნაწილი ვარ. ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“ რომანტიკული კომედიის საწყისი წერტილია – სიამოვნება იყო მისი გვერდების ხელახლა გადაფურცვლა, რათა ამ საყვარელი წიგნის გასაცოცხლებლად როგორც ნაცნობი, ისე ახალი გზები მეპოვა. იუროს ლინის მიერ ჩვენი ვარსკვლავური ქასთის რეჟისორობით, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ხელახლა წარვუდგენ ამ სახალისო და რთულ პერსონაჟებს მათ, ვინც „სიამაყე და ცრურწმენა“-ს თავის საყვარელ წიგნად მიიჩნევს, და მათ, ვინც ჯერ არ შეხვედრია თავის ლიზისა და მისტერ დარსის.“
თეგები
წყარო:
www.joblo.com