One Piece: ელბაფის არკა 5 აპრილს დებიუტირებს, Egghead-ის არკა კი განახლებული განრიგით ბრუნდება
One Piece ანიმეს ელბაფის არკა იაპონიაში 5 აპრილს იწყება. Toei Animation-ის განცხადებით, განახლებული განრიგი საშუალებას მისცემს ეპიზოდებს უკეთ მოერგონ მანგას შინაარსს და თხრობის ტემპს. Egghead-ის არკა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში შეჩერდა, აპრილში განახლდა მეორე ნაწილით, ახალი საეთერო დროით. პაუზის დროს გადიოდა Fish-Man Island-ის არკას შემოკლებული ვერსია.
One Piece ანიმეს ელბაფის არკა იაპონიაში 5 აპრილს იწყება. Toei Animation-ის განცხადებით, განახლებული განრიგი საშუალებას მისცემს ეპიზოდებს, უკეთ მოერგონ მანგას შინაარსს, ტემპსა და რიტმს, ამასთან, შეინარჩუნონ ანიმაციისთვის დამახასიათებელი უნიკალური თხრობის სტილი.
ისტორიულად, მცირე გამონაკლისების გარდა, ანიმე ეთერში გადიოდა თითქმის ყოველ კვირა 1999 წელს მისი პრემიერის შემდეგ. თუმცა, წლების განმავლობაში, ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.
ანიმეში Egghead-ის არკა 2024 წლის იანვარში დაიწყო. 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფრანჩაიზმა განაცხადა, რომ ანიმეს Egghead-ის არკა შეისვენებდა „ძალების აღსადგენად“, რის შემდეგაც არკა გაგრძელდებოდა 2025 წლის აპრილში.
Egghead-ის არკას მე-2 ნაწილის პრემიერა, მისი პირველი ეპიზოდით (საერთო ჯამში 1,123-ე ეპიზოდი), Fuji TV-ზე 5 აპრილს შედგა და ის Egghead-ის არკას 1-ლი ნაწილის შემაჯამებელ ეპიზოდთან ერთად გავიდა ეთერში. მეორე ეპიზოდი (საერთო ჯამში 1,124-ე ეპიზოდი) ეთერში 6 აპრილს გავიდა, ახალი საეთერო დროით — 23:15 JST (10:15 EDT).
Egghead-ის არკას შესვენების დროს, მის ნაცვლად გადიოდა „One Piece Log: Fish-Man Island Saga“ — 21-ეპიზოდიანი შემოკლებული ვერსია ანიმეს Fish-Man Island-ის არკისა, გადაღებული სცენებით, გაუმჯობესებული არტითა და სხვა ცვლილებებით.
წყარო: Toei Animation-ის Instagram გვერდი.