Shueisha-ს ჟურნალ Ultra Jump-ის მარტის ნომერში ოთხშაბათს გახდა ცნობილი, რომ მანგას ავტორი ონიგუნსო ახალ სამოქმედო ფენტეზი მანგას, სახელწოდებით „ვანდერლასტი“ (Wanderlust) ჟურნალის მომდევნო ნომერში, 19 მარტს გამოუშვებს. თავად ონიგუნსომ X-ზე (ყოფილი Twitter) დაადასტურა ინფორმაცია: „დღეს გამოცემულ Ultra Jump-ში განცხადება განთავსდა, რომ შემდეგი თვის, აპრილის ნომრიდან ახალი სერიალიზაცია, „ვანდერლასტი“ დაიწყება!! გთხოვთ, მხარი დამიჭირეთ“. (ორიგინალი ტვიტი: 本日発売のウルトラジャンプにて告知が入りましたが来月の4月号より新連載『ワンダラスト』が始まります!!宜しくお願い致します) ონიგუნსომ მანგა „ბოროტი სულები: მონონოგატარი“ (Malevolent Spirits: Mononogatari) Shueisha-ს Miracle Jump ჟურნალში 2014 წლის აპრილში დაიწყო, შემდეგ კი 2016 წლის იანვარში Ultra Jump-ში გადავიდა. მანგა ასევე ქვეყნდებოდა Shueisha-ს Shonen Jump+ ვებსაიტზე. ის 2023 წლის ივნისში დასრულდა. Shueisha-მ მანგას მე-16 და ბოლო კრებული 2023 წლის აგვისტოში გამოსცა. Seven Seas Entertainment „ბოროტი სულები: მონონოგატარის“ მანგის ინგლისურენოვან ვერსიას ავრცელებს და მე-13 ტომი 13 იანვარს გამოაქვეყნა. მანგის ანიმე ადაპტაციის პირველი სეზონის პრემიერა Tokyo MX-ზე, BS11-ზე და სხვა არხებზე 2023 წლის იანვარში შედგა. ანიმეს მეორე სეზონის პრემიერა 2023 წლის ივლისში გაიმართა. Crunchyroll-მა სერიები აზიის გარდა მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ონიგუნსომ ასევე შექმნა ორიგინალური პერსონაჟების დიზაინები 2014 წლის ანიმე სერიალისთვის „M3 The Dark Metal“. წყაროები: Ultra Jump-ის მარტის ნომერი და ვებსაიტი, ონიგუნსოს X/Twitter-ის ანგარიში.