"Puella Magi Madoka Magica The Movie: Walpurgisnacht: Rising-" (იაპონურად: Gekijōban Mahō Shōjo Madoka Magica: Walpurgis no Kaiten) ოფიციალურმა ვებსაიტმა, რომელიც "Puella Magi Madoka Magica The Movie Part 3: Rebellion"-ის ოფიციალური გაგრძელებაა, პარასკევს გამოაცხადა, რომ ფილმის პრემიერა 28 აგვისტოს შედგება. ფილმს არაერთი გადადება ჰქონდა. ბოლოს, გასულ თვეს, წარმოების გარემოებების გამო, ის მიმდინარე თვეში დაგეგმილი პრემიერიდან გადაიდო. ამ ბოლო შეფერხებამდე, ფილმის პრემიერა იაპონიაში 2024 წლის ზამთარში იყო დაგეგმილი, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ის 2025 წლის ზამთრისთვის გადაიდო, შემდეგ კი 2026 წლის თებერვლისთვის. სტუდია SHAFT-მა ფრენჩაიზის ახალი ნამუშევრის შესახებ პირველი მინიშნება 2015 წელს საკონცეპტო ვიდეოთი გააკეთა, თუმცა ფილმი ოფიციალურად მხოლოდ 2021 წლის აპრილში გამოცხადდა. ფილმის რეჟისორია იუკიჰირო მიამიტო (Yukihiro Miyamoto), რომელიც ცნობილია ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა "Puella Magi Madoka Magica", "Magia Record: Puella Magi Madoka Magica Side Story" და "Arakawa Under the Bridge". ანიმაციურ ფილმში დაბრუნდებიან ორიგინალური ანიმე სერიალისა და ფილმების შემქმნელები, მათ შორის: ორიგინალური შემოქმედებითი ჯგუფი Magica Quartet, მთავარი რეჟისორი აკიუკი სიმბო (Akiyuki Simbo), სცენარისტი გენ ურობუჩი (Gen Urobuchi) Nitroplus-დან, ორიგინალური პერსონაჟების დიზაინერი უმე აოკი (Ume Aoki), ანიმაციური პერსონაჟების დიზაინერი ჯუნიჩირო ტანიგუჩი (Junichirō Taniguchi), კომპოზიტორი იუკი კაჯიურა (Yuki Kajiura), ალტერნატიული სივრცის დიზაინერი გეკიდან ინუ ქარი (Gekidan Inu Curry) და ანიმაციური სტუდია SHAFT. "Puella Magi Madoka Magica the Movie Part 1: Beginnings" და "Puella Magi Madoka Magica the Movie Part 2: Eternal" კომპილაციური ფილმების სატელევიზიო ვერსიების ჩვენება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. წყარო: "Puella Magi Madoka Magica The Movie: Walpurgisnacht: Rising-"-ის ფილმის ვებსაიტი.