2025 წელს რეჟისორ სტივენ სპილბერგის კლასიკური თრილერი „ყბები“ 50 წლის გახდა. რამდენიმე წელში კი „ყბების“ ფრენჩაიზის ბოლო ფილმის, „ყბები: შურისძიება“-ს გამოსვლიდან 40 წელი შესრულდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გაგრძელებადაა მიჩნეული კინოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ „ყბები: შურისძიება“ ბევრისთვის ცუდი ფილმია, მას თავისი თაყვანისმცემლებიც ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი ფანია მაიკ ჯენკარელი, Voight-Kampff Productions-ის მფლობელი. ჯენკარელიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2027 წელს, ფილმის 40 წლისთავის აღსანიშნავად, ის გამოუშვებს დოკუმენტურ ფილმს, რომლის სამუშაო სახელწოდება იყო „ყბები მიდის ბაჰამის კუნძულებზე“. ახლა ამ დოკუმენტურ ფილმს „ზვიგენი, რომელმაც იღრიალა“ ჰქვია და მისი ახალი თიზერ-ტრეილერი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ. ჯოზეფ სერჯენტის რეჟისორობით, მაიკლ დე გუზმანის სცენარით გადაღებული ფილმის „ყბები: შურისძიება“ სიუჟეტი შემდეგია: ქვრივი ელენ ბროდის ოჯახს დიდი ხანია აწუხებს ზვიგენების თავდასხმები და ეს უიღბლო ასოციაცია გრძელდება მაშინაც, როდესაც მისი ვაჟი უზარმაზარი თეთრი ზვიგენის მსხვერპლი ხდება. გლოვაში მყოფი ელენი მიემგზავრება მეორე ვაჟთან, მაიკლთან, ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ხვდება მომხიბვლელ ჰოაგი ნიუკომბს. როდესაც ელენი და ჰოაგი ურთიერთობას იწყებენ, კუნძულის სანაპიროსთან უზარმაზარი ზვიგენი ჩნდება და ელენის პრობლემები დიდ თეთრ ზვიგენებთან კვლავ იწყება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლორეინ გარი, ლენს გასტი, მარიო ვან პიბლსი, კარენ იანგი, ჯუდით ბარსი, მაიკლ კეინი, ლინ უიტფილდი, მიტჩელ ანდერსონი, სედრიკ სკოტი, ჩარლზ ბოულეგი და მელვინ ვან პიბლსი. დოკუმენტური ფილმის „ზვიგენი, რომელმაც იღრიალა“ გადაღებები ახლახან დაიწყო და ჯენკარელი იმედოვნებს, რომ ინტერვიუებს ჩაწერს გადარჩენილ მსახიობებთან და გუნდის წევრებთან. დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუ ჩაიწერა „ყბების“ სუპერ-ფანთან, კევინ სმიტთანაც, და ინტერვიუს დასრულებისას ის აღმასრულებელი პროდიუსერიც გახდა! ენტონი სი. ფერანტე, Fangoria-ს მწერალი, რომელიც ყველაზე ცნობილია „ზვიგენადოს“ ექვსივე ფილმის რეჟისორობით, ასევე აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში შეუერთდა პროექტს. გაინტერესებთ „ყბები: შურისძიება“-ს შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ყურება? ნახეთ „ზვიგენი, რომელმაც იღრიალა“-ს ახალი თიზერ-ტრეილერი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.