სემ მენდესის ამბიციურ ბიოგრაფიულ ფილმებს The Beatles-ზე ოთხი ახალი მსახიობი ემატება, მათ შორის ჰარი ლოტი, ფარჰან ახტარი, ლუსი ბოინტონი და მორფიდ კლარკი. ჯგუფი უერთდება Sony-სა და Neal Street-ის მასშტაბურ პროექტს, სახელწოდებით „The Beatles – ოთხფილმიანი კინემატოგრაფიული მოვლენა“. მენდესის ოთხფილმიანი ბიოგრაფიული პროექტის წარმოება უკვე მიმდინარეობს და მისი გამოშვება 2028 წლის აპრილისთვისაა დაგეგმილი. ცნობების თანახმად, ჰარი ლოტი (Industry, The Pale Blue Eye, Joker: Folie À Deux) შეასრულებს სტიუარტ სატკლიფის, იგივე „მეხუთე ბითლის“, ბენდის ორიგინალი გიტარისტის როლს, რომელმაც 1961 წელს დატოვა ჯგუფი. მან იმღერა ტრეკზე „Love Me Tender“, რამაც, ზოგიერთის აზრით, პოლ მაკარტნის უკმაყოფილება გამოიწვია. სატკლიფის სასცენო ქარიზმის ნაკლებობის შესახებ საუბრები კვლავ ვრცელდება, თუმცა ბენდის პირველი დრამერი, პიტ ბესტი, ამბობს, რომ სატკლიფის სცენაზე ზურგით დგომის შესახებ საუბრები გაზვიადებულია. ფარჰან ახტარი (Bhaag Milkha Bhaag, Ms. Marvel, Don: The Chase Begins Again) განასახიერებს რავი შანკარს, ინდოელ სიტარისტს, რომელიც ჯორჯ ჰარისონისთვის ავტორიტეტი იყო და რომელსაც „The Beatles“-ის მუსიკაში ინდური ინსტრუმენტების შემოტანა მიეწერება. ლუსი ბოინტონი (Sing Street, Bohemian Rhapsody, Murder on the Orient Express) ბრიტანელ მსახიობ ჯეინ ეშერს, მაკარტნის საცოლეს, ითამაშებს. ეშერმა დაიპყრო მაკარტნის გული, შთააგონა რა ის ისეთი სიმღერების შექმნაზე, როგორიცაა „And I Love Her“, „We Can Work It Out“, „You Won’t See Me“, „I’m Looking Through You“, „What You’re Doing“, „Things We Said Today“ და „For No One“. და ბოლოს, მორფიდ კლარკი (Saint Maud, Crawl, Pride and Prejudice and Zombies) განასახიერებს სინტია ლენონს, ჯონ ლენონის პირველ მეუღლეს და ჯულიან ლენონის დედას. სინტია და ჯონი განუყოფელნი იყვნენ, სანამ ჯონის LSD-ის მოხმარება საგანგაშო არ გახდა, რასაც იოკო ონოსთან რომანი დაემატა. სემ მენდესი აქტიურად მუშაობს „The Beatles – ოთხფილმიანი კინემატოგრაფიული მოვლენის“ შექმნაზე, რომელშიც ჯონ ლენონის როლს ჰარის დიკინსონი (Babygirl), პოლ მაკარტნის როლს პოლ მესკალი (Gladiator II), ჯორჯ ჰარისონის როლს ჯოზეფ ქუინი (The Fantastic Four: First Steps) და რინგო სტარის როლს ბარი კიოგანი (Saltburn) ასრულებენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple Corps Ltd.-მა და The Beatles-ის წევრებმა – პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა და ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა – სრულად გასცეს თავიანთი ცხოვრების ისტორიისა და მუსიკის უფლებები სცენარის მქონე ფილმისთვის. მენდესი ოთხივე ფილმს გადაიღებს, თითოეული მათგანი ბენდის ცალკეულ წევრზე იქნება ორიენტირებული. სცენარზე მუშაობენ ჯეზ ბატერვორთი (Ford v Ferrari), პიტერ სტრაუგანი (Conclave) და ჯეკ თორნი (Adolescence). ფილმებში ასევე მონაწილეობენ: სირშა რონანი (Little Women) ლინდა მაკარტნის როლში, ჯეიმს ნორტონი (Happy Valley) ბრაიან ეპშტეინის როლში, მია მაკკენა-ბრიუსი (How to Have Sex) მორინ სტარკის როლში, ანა სავაი (Shōgun) იოკო ონოს როლში, ეიმი ლუ ვუდი (The White Lotus) პეტი ბოიდის როლში, ჰარი ლოიდი (Game of Thrones) ჯორჯ მარტინის როლში, დევიდ მორისეი (The Walking Dead) ჯიმ მაკარტნის როლში, ლიენ ბესტი (Carnival Row) მიმი სმიტის როლში, ბობი სქოფილდი (Knightfall) ნილ ასპინალის როლში, დენიელ ჰოფმან-გილი (The Sandman) მალ ევანსის როლში, არტურ დარვილი (Doctor Who) დერეკ ტეილორის როლში და ადამ პელი (Sonic the Hedgehog) ალენ კლაინის როლში.