სეთ მაიერსი ტრამპის გამოსვლას დასცინის: "ჯო ბაიდენი OJ-ის თეთრ ბრონკოს არ მართავდა"
ვინაიდან „ლეით ნაითის“ ჩაწერა წინასწარ ხდება, წამყვანმა სეთ მაიერსმა ვერ შეძლო დონალდ ტრამპის „ერთა მდგომარეობის შესახებ მიმართვის“ ლაივში კომენტირება. თუმცა, მან გადაწყვიტა წინასწარ „გადაემოწმებინა ფაქტები“, სადაც იხუმრა ტრამპის ხანგრძლივ გამოსვლებზე და გააჟღერა ხუმრობა OJ-ის თეთრ ბრონკოსა და ჯო ბაიდენზე, ასევე „People-ის ვერსიით ყველაზე სექსუალურ მამაკაცზე“.
"ჯო ბაიდენი OJ-ის თეთრ ბრონკოს არ მართავდა", - ხუმრობს NBC-ის წამყვანი. როგორც ყოველთვის, „ლეით ნაითის“ ჩაწერა სამშაბათს ნაშუადღევს მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვან სეთ მაიერსს პრეზიდენტ ტრამპის „ერთა მდგომარეობის შესახებ მიმართვის“ სამშაბათს ღამით ლაივში კომენტირების საშუალება არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო პრობლემა, NBC-ის წამყვანმა გადაწყვიტა, უბრალოდ, წინასწარ გადაემოწმებინა ფაქტები.
სამშაბათს ღამით მონოლოგის დაწყებამდე, მაიერსმა პირველ რიგში დასცინა ტრამპის ამ კვირის დასაწყისში გაკეთებულ გაფრთხილებას, რომ გამოსვლა წარმოუდგენლად გრძელი იქნებოდა, იხუმრა რა, რომ ტრამპი სწორედ ამითაა ცნობილი. „ოჰ დიახ, ვფიქრობ, ჩვენ ყველა ამას ველოდით. თქვენ არ შეგიძლიათ მოკლედ საუბარი“, - თქვა მაიერსმა. „კიდეც რომ ჰაიკუ წაგეკითხათ, ორ შესვენებას მაინც ველოდი“.
ტრამპმა მართლაც რეკორდულად ხანგრძლივი მიმართვა წარმოთქვა, საბოლოო გამოსვლამ ერთი საათი და 48 წუთი შეადგინა. ამით მან მოხსნა ის რეკორდი, რომელიც თავადვე დაამყარა შარშან, როდესაც ერთი საათი და 39 წუთი ისაუბრა. თავისი მიმართვის დროს მან გააკრიტიკა თავშესაფარი ქალაქები, ზოგადად დემოკრატები — თუმცა კონკრეტულად ნენსი პელოსი დაასახელა — და სხვა.
მაიერსი დიდად არ შეწუხებულა იმის გამო, რომ რეალურ დროში გამოსვლის გაშუქების შანსი ხელიდან გაუშვა. ამის ნაცვლად, მან ხელი ჩაიქნია და მომზადებული გამოვიდა. „ჩვენ წინასწარ ვიწერთ, ასე რომ, მე წინასწარ გადავამოწმებ ფაქტებს: არ არის მართალი, არ არის მართალი, ჯო ბაიდენი OJ-ის თეთრ ბრონკოს არ მართავდა“, - იხუმრა მან. „არ არის მართალი, არ არის მართალი, და სინამდვილეში, ჯონათან ბეილია ჟურნალ People-ის ვერსიით ყველაზე სექსუალური მამაკაცი. ასე რომ, ესეც გავარკვიოთ“. სეთ მაიერსის სრული მონოლოგის ყურება შეგიძლიათ ზემოთ მოცემულ ვიდეოში.
თეგები
წყარო:
www.thewrap.com