ტელეკომპანია TV ტოკიომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მასაიუკი კუსუმისა და ჯირო ტანიგუჩის მანგა „კოდოკუ ნო გურმეს“ (მარტოხელა გურმანი) მიხედვით შექმნილი ლაივ-ექშენ სერიალი რიგით მე-11 სეზონს მიიღებს, რომლის დებიუტიც 3 აპრილს შედგება „დრამა 24“ ბლოკში, 24:12 საათზე (ფაქტობრივად, 4 აპრილს, დილის 12:12 საათზე). ეს ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანშიზის პირველი ახალი სეზონია. ახალ სეზონში გორო ინაგაშირას როლს კვლავ იუტაკა მაცუშიგე შეასრულებს. ლაივ-ექშენ პროექტს 31 დეკემბერს ზედიზედ მეცხრე საახალწლო სპეშლი ჰქონდა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სპეშლის ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცა. როგორც ლაივ-ექშენ სერიალი „მარტოხელა გურმანი“, ასევე ორიგინალური მანგა, მარტოხელა გამყიდველ გორო ინაგაშირას თავგადასავლებს აღწერს, რომელიც მთელ იაპონიაში მოგზაურობს და ქუჩის კუთხეებში აღმოჩენილ ადგილობრივ კერძებს აგემოვნებს. ლაივ-ექშენ შოუს მე-10 სეზონის პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში შედგა. ფრანშიზას ასევე ჰქონდა ექვს ეპიზოდიანი ლაივ-ექშენ მინი-სერიალის პროექტი სახელწოდებით „კოდოკუ ნო გურმე ~ოიშიი კედო ჰორო ნიგაი... ინაგაშირა გორო ნო საინან~“ (მარტოხელა გურმანი ~გემრიელია, მაგრამ ოდნავ მწარეა... გორო ინაგაშირას უბედურება~), რომლის დებიუტიც Paravi და Hikari TV სტრიმინგ სერვისებზე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში შედგა. მასაიუკი კუსუმიმ და ჯირო ტანიგუჩიმ „კოდოკუ ნო გურმეს“ მანგას სერიალიზაცია პირველად 1994-1996 წლებში, Fusosha-ს ყოველთვიურ ჟურნალ Monthly Panja-ში (ამჟამად დახურული) მოახდინეს. კუსუმი სიუჟეტზე მუშაობდა, ხოლო ტანიგუჩი ნახატებს ქმნიდა. Fusosha-მ პირველი კოლექციური ტომი 1997 წელს გამოსცა. კუსუმიმ და Fusosha-მ მანგას მეორე ტომი 2015 წლის სექტემბერში გამოსცეს. ტანიგუჩი 2017 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მანგამ ასევე შთააგონა ვებ-ანიმე, რომლის დებიუტიც Production I.G-ის „ტატე ანიმე“ (ვერტიკალური ანიმე) სმარტფონის აპლიკაციაზე 2017 წლის ნოემბერში შედგა. Fanfare-მა და Ponent Mon-მა მანგას ინგლისური ვერსია აშშ-ში 28 ოქტომბერს გამოსცეს. Turnaround Publisher Services-მა დიდ ბრიტანეთში მანგა 17 ივლისს გამოუშვა. წყაროები: ლაივ-ექშენ სერიალ „მარტოხელა გურმანის“ ვებსაიტი, Comic Natalie.