გამოვიდა „უცნაური ამბები: მოთხრობები 85-დან“ (Stranger Things: Tales From ’85) პირველი თრეილერი, რომელიც პოპულარული სერიალის „უცნაური ამბები“ (Stranger Things) ანიმაციური სპინოფია. შოუს შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი ერიკ რობლესია (Eric Robles), ხოლო სერიალის პრემიერა Netflix-ზე მომავალ გაზაფხულზე შედგება. „უცნაური ამბები: მოთხრობები 85-დან“ თრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია. „უცნაური ამბები: მოთხრობები 85-დან“ Netflix-ზე 2026 წლის 23 აპრილს გამოვა. შოუს მოკლე აღწერა ასეთია: „დაბრუნდით ჰოკინსში „უცნაური ამბები: მოთხრობები 85-დან“ – საინტერესო ახალ ანიმაციურ სერიალთან ერთად, რომლის შემქმნელია ერიკ რობლესი, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერები არიან დაფერ ძმები (Duffer Brothers). 1985 წლის ზამთარში, ქალაქი თოვლით არის დაფარული და „უკუღმართი სამყაროს“ (Upside Down) საშინელებები ნელ-ნელა ქრება. ჩვენი გმირები, ელევენი, მაიკი, უილი, დასტინი, ლუკასი და მაქსი, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, რომელიც D&D-ით, თოვლის ბრძოლებითა და წყნარი დღეებითაა სავსე. მაგრამ ყინულის ქვეშ რაღაც საშინელი გაიღვიძა. ეს „უკუღმართი სამყაროდან“ ხომ არ არის? იქნებ ჰოკინსის ლაბორატორიის სიღრმეებიდან? თუ სრულიად სხვა ადგილიდან? ჩვენი გმირები უნდა იჩქარონ, რათა ამოხსნან ეს საიდუმლო და გადაარჩინონ ჰოკინსი ამ გაუგებარ ისტორიაში, რომელიც „უცნაური ამბების“ სამყაროში ვითარდება.“ გახმოვანების მსახიობები არიან: ბრუკლინ დეივი ნორსტედტი (Brooklyn Davey Norstedt) ელევენის როლში, ჯოლი ჰოანგ-რაპაპორტი (Jolie Hoang-Rappaport) მაქსის როლში, ლუკა დიასი (Luca Diaz) მაიკის როლში, ელიშა „ეიჯეი“ უილიამსი (Elisha “EJ” Williams) ლუკასის როლში, ბრაქსტონ ქუინი (Braxton Quinney) დასტინის როლში, ბენჯამინ პლესალა (Benjamin Plessala) უილის როლში, ბრეტ გიფსონი (Brett Gipson) ჰოპერის როლში, ჯერემი ჯორდანი (Jeremy Jordan) სტივის როლში, ოდესა ა’ზიონი (Odessa A’zion), ჯეინინ გაროფალო (Janeane Garofalo) და ლუ დაიმონდ ფილიპსი (Lou Diamond Phillips). დაფერ ძმების გარდა, „უცნაური ამბები: მოთხრობები 85-დან“ აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ჰილარი ლივიტი (Hilary Leavitt) Upside Down Pictures-დან, შონ ლევი (Shawn Levy) 21 Laps-დან და დენ კოენი (Dan Cohen). ანიმაციური სტუდიაა Flying Bark Productions. „ჩვენ შეგვიძლია ამ ბავშვებთან ისე გავატაროთ დრო, როგორც ეს შეუძლებელი იყო მთავარ სერიალში. ჩვენ შევძელით დროის გაყინვა და მათთან ერთად ამ ქრონოლოგიაში უთქმელი თავგადასავლების განცდა,“ – განუცხადა რობლესმა Netflix Tudum-ს. „ჩვენ გვინდა, რომ მაყურებელმა იგრძნოს, რომ ეს ბავშვები საფრთხეში არიან, ფსონები რეალურია და ცუდი რამ შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. და ხდება ისეთი საშინელი რაღაცები, რაც ბავშვებისთვის საფრთხეს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის.“