„ომის ღმერთი“ სერიალის ქასთინგი: მენდი პეტინკინი ოდინს განასახიერებს
Amazon Prime Video-ს მომავალი სერიალისთვის „ომის ღმერთი“ ქასთინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ კრატოსს რაიან ჰერსტი განასახიერებს, ხოლო თორის როლს ოლაფურ დარი ოლაფსონი შეასრულებს. უახლესი ინფორმაციით, ჩრდილოური მითოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ანტაგონისტს, ოდინს, ცნობილი მსახიობი მენდი პეტინკინი ითამაშებს.