კინო
24 February
საშინელებათა ფილმის „შემეხე“ (Touch Me) პირველი თრეილერი გამოვიდა
Rustic Films-მა და Yellow Veil Pictures-მა საშინელებათა ფილმის „შემეხე“ პირველი თრეილერი გამოუშვეს. ფილმი მოგვითხრობს ორ მეგობარზე, რომლებიც რვაფეხას მსგავსი საცეცებით აღჭურვილი უცხოპლანეტელის გავლენის ქვეშ ექცევიან. რეჟისორმა ადისონ ჰეიმანმა ფილმს უწოდა თავისი ოდეა 70-იანი წლების „ვარდისფერი ფილმებისა“ და იაპონური კინოს სამყაროსადმი.