გასართობი
10 February
ჰიპ-ჰოპის ვეტერანები ჯა რული, ტონი იაიო და ანქლ მერდა თვითმფრინავში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებს, ჯა რულს, ტონი იაიოსა და ანქლ მერდას შორის მრავალწლიანი დაპირისპირება მოულოდნელად კულმინაციას მიაღწია თვითმფრინავში. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცვლიან რეპერები შეურაცხმყოფელ რეპლიკებს, რის შემდეგაც ჯა რული თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ჯა რული კონფლიქტს გაექცა, მოგვიანებით გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა და თავად რეპერის განცხადებებმა ნათელი მოჰფინა, რომ მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ ორივე მხარე გაიყვანეს ბორტიდან.