ნიკოლას ქეიჯი Spider-Noir-ის როლისთვის მომზადებაზე: „70% ბოგარტი, 30% ბაგს ბანი“
ნიკოლას ქეიჯმა, რომელიც Spider-Noir-ის ლაივ-ექშენ სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოემზადა პერსონაჟისთვის. მან აღნიშნა, რომ შთაგონებას იღებდა როგორც ძველი სკოლის მსახიობებისგან, როგორიცაა ჰამფრი ბოგარტი, ჯეიმს კეგნი და ედვარდ ჯი რობინსონი, ასევე მულტფილმის პერსონაჟებისგან, მაგალითად, ბაგს ბანისგან. სერიალი მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა MGM+-ზე და Amazon Prime Video-ზე.