კინო
02 February
როგორ შთააგონა ბონგ ჯუნ ჰოს „მასპინძელმა“ Netflix-ის ჰიტი „KPop Demon Hunters“
Netflix-ის ანიმაციური ფილმი „KPop Demon Hunters“ 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნამუშევარი გახდა, რომელმაც კულტურული ფენომენის სტატუსი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი K-pop-სა და კორეულ დრამებს ეფუძნება, მისი თანარეჟისორი მეგი კენგი აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი ინსპირაცია იყო სამხრეთ კორეელი ავტორის, ბონგ ჯუნ ჰოს 2006 წლის მონსტრის ფილმი „მასპინძელი“, რომელიც ცნობილია განსხვავებული ტონების შერწყმით.