კინო
11 February
ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი „მუმიის“ მეოთხე ფილმში ბრუნდებიან
Universal Pictures-მა ოფიციალურად დაადასტურა „მუმიის“ ფრენჩაიზის დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება, რომელშიც ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი რიკ და ეველინ ო’კონელების როლებს დაუბრუნდებიან. ახალი, მეოთხე ფილმის რეჟისორები მეთ ბეტინელი-ოლპინი და ტაილერ ჯილეტი იქნებიან, ხოლო პრემიერა 2028 წელსაა დაგეგმილი.