ტეილორ შერიდანი ახალ ამპლუაში: სცენარისტის სადებიუტო წიგნი „როგორ არ მოკვდე ციხეში“
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი ტეილორ შერიდანი, ავტორი ისეთი ჰიტების, როგორიცაა „იელოუსტოუნი“ და „სიკარიო“, ახალ ამპლუაში გვევლინება. ის სადებიუტო წიგნს გამოსცემს სახელწოდებით „როგორ არ მოკვდე ციხეში“ (How to Not Die in Prison). ეს არის იუმორისტული, მაგრამ რეალისტური ციხის გადარჩენის სახელმძღვანელო, რომელიც ყოფილ პატიმარ ტომ ნელსონთან თანამშრომლობით დაიწერა. წიგნი მკითხველს ციხის მკაცრი რეალობისთვის ამზადებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შერიდანს არასოდეს ყოფილა პატიმრობაში. გამოცემა 23 ივნისსაა