სერიალები
02 March
„კარგი გოგოს მეგზური მკვლელობისკენ“ მეორე სეზონი: Netflix-მა პირველი კადრები გამოაქვეყნა
Netflix-მა, BBC-მ და ZDFneo-მ სერიალ „კარგი გოგოს მეგზური მკვლელობისკენ“ მეორე სეზონის პირველი კადრები გამოაქვეყნეს, რომლის პრემიერა 2026 წელს შედგება. ჰოლი ჯექსონის ბესტსელერ რომანებზე დაფუძნებულ სერიალში პიპ ფიც-ამო(უ)ბი ახალ საიდუმლოს იძიებს, რომელიც კონორის ძმის, ჯეიმის გაუჩინარებას ეხება, მაქს ჰესტინგსის სასამართლო პროცესის პარალელურად. დადასტურებულია მთავარი მსახიობების დაბრუნება და ახალი სახეების გამოჩენა.