კინო
24 February
BAFTA 2026: „კიდევ ერთი ბრძოლის შემდეგ“ ტრიუმფატორია, მოულოდნელი შედეგები ოსკარების წინ
გუშინ გაერთიანებულ სამეფოში BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ფილმმა „კიდევ ერთი ბრძოლის შემდეგ“ ექვსი ჯილდო მოიპოვა და საღამოს მთავარი ტრიუმფატორი გახდა. ჯესი ბაკლიმ საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო აიღო, თუმცა ისეთი ფავორიტები, როგორებიც არიან ტიმოთი შალამე, ტეიანა ტეილორი და ბენისიო დელ ტორო, ნომინაციებში დამარცხდნენ. BAFTA-ს ამ შედეგების გავლენა მომავალ ოსკარებზე ჯერჯერობით გაურკვეველია.