კინო
22 February
ჰოლივუდი თავისუფლების ქანდაკების შექმნის ისტორიას მოყვება: მზადდება ფილმი „ლედი ლიბერთი“
ცნობილია, რომ რეჟისორი კრისტიან დიუგე გადაიღებს ფილმს „ლედი ლიბერთი“, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თავისუფლების ქანდაკების შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. ეს იქნება ისტორიული დრამა, რომელსაც ფილმების „ხელშეუხებელნი“ და „CODA“ პროდიუსერები შექმნიან. ფილმი ასახავს ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდისა და ედუარდ დე ლაბულაიეს მეგობრობასა და თავდაუზოგავ შრომას ქანდაკების შექმნის პროცესში.