ლორენს ფიშბერნი მაიკ ფლენეგანის „ეგზორცისტის“ ვარსკვლავურ ქასთს შეუერთდა
ლორენს ფიშბერნი, სკარლეტ იოჰანსონთან, ჯეკობი ჯუპთან, დაიან ლეინთან და ჩივეტელ ეჯიოფორთან ერთად, მაიკ ფლენეგანის „ეგზორცისტის“ ახალ ვერსიაში მიიღებს მონაწილეობას. ფილმი, რომლის პრემიერა 2027 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი, „ეგზორცისტის“ სამყაროში სრულიად ახალ ისტორიას მოყვება და არ იქნება 1974 წლის კლასიკის რიმეიკი ან 2023 წლის გაგრძელება. ფლენეგანის მიზანია შექმნას „ყველაზე შემზარავი ფილმი“, რომელიც პატივს მიაგებს ფრენჩაიზს ნოსტალგიაზე დაყრდნობის გარეშე.