„დრაკონის სახლი“: მესამე სეზონის თიზერი პოლიტიკურ ჭადრაკს გვპირდება, რეინირა კი დედოფლობის გზაზე დგება
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის პირველი თიზერი გაავრცელა, სადაც მთავარ ყურადღებას პოლიტიკური ინტრიგები და რეინირას რთული არჩევანი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრძოლა ჯერ შორს ჩანს, ვესტეროსში ძალაუფლებისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. სერიალი მეოთხე სეზონზეც განახლდა, რომელიც სავარაუდოდ ბოლო იქნება.