კინო
30 January
კიტ ჰარინგტონი „როგორ ვავარჯიშოთ დრაკონი“-ს ლაივ-ექშენ გაგრძელებაში აღარ დაბრუნდება
ცნობილი მსახიობი კიტ ჰარინგტონი არ დაუბრუნდება ერეტის როლს ფილმის „როგორ ვავარჯიშოთ დრაკონი“ ლაივ-ექშენ გაგრძელებაში. მის ადგილს ფილ დანსტერი დაიკავებს. ასევე, ქასთინგში ცვლილებებია ბლადვისტის როლზე, რომელსაც ოლაფურ დარი ოლაფსონი შეასრულებს ჯიმონ ჰუნსუს ნაცვლად. თუმცა, ქეით ბლანშეტი კვლავ ითამაშებს ვალკას როლს. ლაივ-ექშენ ფრენჩაიზის პირველმა ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.